2013 წელს | |
ქვეყანა (სპორტი) |
სომხეთი რუსეთი |
---|---|
ეროვნება | სომეხი |
დაბადების თარიღი | 3 იანვარი, 1986 |
დაბადების ადგილი | სევეროდვინსკი, რსფსრ, სსრკ |
წოდება | დიდოსტატი (2007) |
ფიდე რეიტინგი | 2366 (2007) |
მარია კურსოვა (რუს. Мария Курсова, სომხ. Մարիա Կուրսովա; დ. 3 იანვარი, 1986, სევეროდვინსკი, რსფსრ, სსრკ[1]) — რუსი-სომეხი ჭადრაკის დიდოსტატი. 1996 წელს გახდა მსოფლიოს 10-წლამდელთა ჩემპიონი, ხოლო 2001 წელს 16-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2003 წელს გავიდა ქალთა 18-წლამდელთა ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატის ფინალში სადაც დამარცხდა ნატალია პოგონინასთან და დაიკავა მეორე ადგილი.[2] 1998 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 12-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე.[3] 2011 წლიდან ასპარეზობს სომხეთის სახელით.[4] 2012 წელს გახდა სომხეთის ჩემპიონი ქალთა შორის.[5] თამაშობს სომხეთის ნაკრებში, აქ თამაშის პერიოდში მონაწილეობა მიიღო 2012 და 2014 წლების ჭადრაკის ოლიმპიადაზე, 2011 და 2015 წლების მსოფლიოს ჩემპიონატსა და 2011 და 2013 წლების ევროპის ჩემპიონატზე.[6] 2016 წელს ინდივიდუალურად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე და დაამარცხა ორი მოჭადრაკე, მაგრამ შემდეგ იოვანკა ჰუსკასთან დამარცხდა.[7] დაქორწინებულია ჭადრაკის დიდოსტატ არმან პაშიკიანზე.[8]