მეტწილად იზოლირებულ ბირმას ახლო ორმხრივი ურთიერთობები აქვს რუსეთთან. რუსეთმა მიანმართან დიპლომატიური ურთიერთობები 1948 წელს დაამყარა და ურთიერთობები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც გაგრძელდა. ჩინეთთნ ერთად რუსეთი გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოზე მიანმარს იცავს. ორმა სახელმწიფომ ერთხელ ვეტო დაადო გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც მიანმარის დასჯას გულისხმობდა.[3][4] რუსეთი ჩინეთთან ერთად ეწინააღმდეგება მიანმარის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას და დიალოგის პოლიტიკას უჭერს მხარს.
2016 წელს საახემწიფოებმა ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.[5]
რუსეთის საელჩო იანგონში მდებარეობს, ხოლო მიანმარის საელჩო მოსკოვშია განლაგებული.
მიანმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრია. შედის ASEAN+3-სა და აღმოსავლეთ აზიის სამიტშიც. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციამ განაცხადა, რომ იგი მიანმარის თავდაცვას არ უზრუნველყოფს არცერთ საერთაშორისო ფორუმზე, რამდენადაც ავტორიტარულმა ხუნტამ დემოკრატიის აღდგენაზე უარი განაცხადა. 2007 წლის აპრილში აჰმად შაბერი ჩიკმა განაცხადა, რომ მალაიზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრი სახელმიწფოების გადაწყვეტილებით, თუკი მიანმარის შესახებ საერთაშორისო შეხვედრებზე დისკუსია წარიმართება, ისინი მას არ დაიცავენ.
ბრუნეისა და მიანმარს შორის ურთიერთობები 1993 წლის 21 სექტემბერს დამყარდა.[6] ბრუნეის საელჩო იანგონში მდებარეობს, ხოლო მიანმარის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანშია განლაგებული.[6] სახელმწიფოებს მეგობრული ორმხრივი ურთიერთობები აქვთ განათლების, ჯანდაცვისა და შრომის სფეროში.[7]
მალაიზიასა და მიანმარს შორის დიპალომატიური ურთიერთობები 1957 წლის 1-ელ მარტს დამყარდა. მიანმარის საელჩო კუალა-ლუმპურში მდებარეობს,[8] ხოლო მალაიზიის საელჩო იანგონშია განლაგებული.[9][10][11] ორივე სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრია და საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. ქვეყნებს შორის ურთიერთობა 2016 წლის ბოლოს როჰინჯების გენოციდის გამო დაიძაბა, მაგრამ დასტაბილურდა ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ.[12]
მიანმარის საელჩო ბანგკოკში მდებარეობს, ხოლო ტაილანდის საელჩო იანგონშია განლაგებული. მიანმარსა და ტაილანდს შორის ურთიერთობები მეტწილად ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე ფოკუსირდება.[13][14]
სამ სადავო კუნძულთან დაკავშირებით ზოგჯერ ტაილანდსა და მიანმარს შორის კონფლიქტი წარმოიშობა.[15] სადავო ტერიტორიები ანდამანის ზღვაში მდებარეოობს. მოლაპარაკებები 1982 წლს თებერვალში დაიწყო და კუნძულ გინგის (კო-ლამი), კო-ქჰამისა და კო-კი-ნოკის სტატუსი განუსაზღვრელი დარჩა. შემდგომი მოლაპარაკებები 1985, 1989 და 1990 წლებში გაიმართა. მხარეებმა კუნძულები „არავის მიწად“ გამოაცხადეს. 1998, 2003 და 2013 წლებში ვითარების დაძაბვას მცირე შეტაკებები მოჰყვა.[15]
ფილიპინებსა და მიანმარს შორის ურთიერთობები 1956 წელს დამყარდა. ფილიპინებმა ქვეყნის პოლიტიკური სახელწოდება მიანმარი აღიარა. 2012 წელს მიანმარი ფილიპინების სავაჭრო პარნიორებს შორის ბოლოდან მე-3 ადგილზე იყო და მხოლოდ კამბოჯასა და ლაოსს უსწრებდა. 2012 წელს ფილიპინებსა და მიანამრს შორის ვაჭრობის მოცულობამ მხოლოდ 47.07 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მიანმარის მოქალაქეებს ფილიპინებში 30 დღიანი უვიზო მიმოსვლის უფლება აქვთ. 2013 წლის 5 დეკემბერს მიანმარმა ხელი მოაწერა სავიზო შეთანხმებას, რომელიც ფილიპინელებს მიანამრში უვიზოდ 14 დღით დარჩენის უფებას აძლევს.[17]
ბირმამ ინდონეზია დე-იურე სუვერენულ არქიპელაგად 1949 წლის 27 დეკემბერს აღიარა. 1951 წლის 31 მარტს იანგონში ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ხუთწლიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ინდონეზიიდან მიანმარში ექსპორტზე ქაღალდი და ქაღალდის პროდუქტები, პალმის ზეთი, რკინა და ლითონი, თამბაქო და რეზინი გადის, ხოლო მიანმარიდან ინდონეზიაში ხე-ტყე, სიმინდის სახამებელი, თხილი, თევზი და ბოსტნეული შეაქვთ. 2008 წელს ინდონეზიასა და მიანმარს შორის ვაჭრობის ჯამურმა ღირებულებამ 159 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.[18]
ინდონეზიის საელჩო იანგონში მდებარეობს, ხოლო მიანმარის საელჩო ჯაკარტაშია განლაგებული.
Bhuyan, Suryya Kumar. (1974). Anglo-Assamese relations, 1771–1826: a history of the relations of Assam with the East India Company from 1771 to 1826, based on original English and Assamese sources. Lawyer's Book Stall.
Bingham, June. (1966). U Thant; the Search for Peace. Gollancz.
Byman, Daniel L., and Roger Clift. (1999) China's Arms Sales Motivations and Implications (RAND, 1999) onlineდაარქივებული 22 August 2021 საიტზე Wayback Machine. .
Kipgen, Nehginpao. (2014). Democracy Movement in Myanmar: Problems and Challenges. Ruby Press & Co.. ISBN978-93-82395-62-1
Laqueur, Walter. (1974). A dictionary of politics. Free Press.
Liang, Chi Shad. (1990). Burma's foreign relations: neutralism in theory and practice. Praeger. ISBN978-0-275-93455-2
Lintner, Bertil. (1990). The rise and fall of the Communist Party of Burma (CPB). SEAP Publications. ISBN978-0-87727-123-9
Singh, N. K. (2003). Encyclopaedia of Bangladesh. Anmol Publications PVT. LTD. ISBN978-81-261-1390-3
Silverstein, Josef. (1980). Burmese politics: the dilemma of national unity. Rutgers University Press. ISBN978-0-8135-0900-6
South, Ashley. (2003). Mon Nationalism and Civil War in Burma: The Golden Sheldrake. Routledge. ISBN978-0-7007-1609-8
Swanström, Niklas. Sino-Myanmar relations: Security and beyond (Institute for Security and Development Policy, 2012) onlineდაარქივებული 2021-08-22 საიტზე Wayback Machine.