ნესტან კვინიკაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
5 ივნისი, 1980 თბილისი |
საქმიანობა | მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი |
ნესტან (ნენე) კვინიკაძე (დ. 5 ივნისი, 1980, თბილისი) — ქართველი მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი. არის რამდენიმე კინოსცენარის და პიესის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე პროზაული კრებული და ერთი რომანი — „ისპაჰანის ბულბულები“. 2006 წლიდან ქართულ-ინგლისური ყოველთვიური უფასო ჟურნალის „ფოკუსის“ მთავარი რედაქტორი. თავის ესეებს და სტატიებს რეგულარულად აქვეყნებს ჟურნალ „ანაბეჭდში“. 2007–2008 წლებში იყო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ტელეგადაცემის, თოქ-შოუს — „ნანიკოს შოუს“ ერთ-ერთი პროდიუსერი.