ნინა ჯეიკობსონი | |
---|---|
![]() ჯეიკობსონი 2006 წელს | |
მშობლიური სახელი | Nina Jacobson |
დაბადების თარიღი |
30 ნოემბერი, 1965 ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ[1] |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | ბრაუნის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | კინოპროდიუსერი |
მეუღლე(ები) | ჯენ ბლიკლი |
შვილ(ებ)ი | 3 |
ნინა ჯეიკობსონი (ინგლ. Nina Jacobson; დ. 30 ნოემბერი, 1965, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი კინოპროდიუსერი, რომელიც იყო Buena Vista Motion Pictures Group-ის პრეზიდენტი — The Walt Disney Company-ის შვილობილი კომპანია.[2]
დაიბადა ლოს-ანჯელესში, ებრაულ ოჯახში.[3][4] დაამთავრა ბრაუნის უნივერსიტეტი 1987 წელს. იმავე წელს შუერთდა Disney-ის, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ გაათავისუფლეს[5] და 1988 წელს მუშაობა დაიწყო Silver Pictures-ში. სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში, მათ შორის — DreamWorks, Universal Pictures და Touchstone Pictures.
2007 წელს დააარსა საკუთარი კინოკომპანია Color Force. იგი აგრეთვე იყო ფილმების სერიის „შიმშილის თამაშები“ პროდიუსერი.