პალატა №6 (რუს. Палата № 6; თანამედროვეების მიერ სახელწოდება იკითხებოდა, როგორც „მეექვსე ნომერი პალატა“[1]) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა. პირველად 1892 წელს ჟურნალ „Русская мысль“-ში გამოქვეყნდა[2].
- ანდრეი ეფიმიჩ რაგინი — ქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმი;
- ივან დმიტრიჩ გრომოვი — 33 წლის პაციენტი, ყოფილი სასამართლოს ზედამხედველი და გუბერნიის მდივანი, დაავადებულია დევნის ბოდვით;
- ევგენი ფიოდოროვიჩ ხობოტოვი — მაზრის ექიმი, ახალგაზრდა კაცი, სამაზრო ერობის მიერ სამუშაოდ გაგზავნილი საავადმყოფოში;
- მიხეილ ავერიანიჩი — ზრდასრული ფოსტის უფროსი, გაღარიბებული მდიდარი მემამულე;
- სერგეი სერგეიჩი — ფერშალი, ქალაქში გააჩნია საექიმო პრაქტიკა;
- ნიკიტა — დარაჯი, მოხუცი გადამდგარი ჯარისკაცი;
- სემიონ ლაზარიჩი — დალაქი, დადის საავადმყოფოში პაციენტებისთვის თმის შესაჭრელად (ჩვეულებრივ ნასვამი);
- მოისეიკა — პაციენტი, ებრაელი, სულელი, შეშლილი;
- დარიუშკა — ანდრეი ეფიმიჩის მზარეული.
- გამოთქმა „პალატა № 6“ საზოგადო სახელი გახდა რუსულ ენაში. ამგვარად აღნიშნავენ რაიმე არანორმალურს.
- დუეტმა ივასიმ 1996 წელს დაწერა სიმღერა „Ума палата номер шесть“[3].
- პოეტსა და მუსიკოსს ალექსანდრე ბაშლაჩიოვს აქვს სიმღერა „პალატა № 6“
- სახელწოდებას „პალატა № 6“ ატარებდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გუნდი უჟგოროდიდან, სადაც თავისი შემოქმედება მომავალმა მომღერალმა Ёлка-მ დაიწყო.