![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 10 ოქტომბერი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ | ||
სიმაღლე | 187 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ზირა | ||
ნომერი | 15 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2003–2006 | ნეფთჩი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2006–2012 | ნეფთჩი | 116 | (8) |
2012–2013 | ხაზარი | 17 | (1) |
2013–2015 | ყაზანი რუბინი | 1 | (0) |
2014 | → გაბალა (იჯარით) | 13 | (1) |
2015–2016 | გაბალა | 31 | (5) |
2016–2017 | ინტერ ბაქო | 13 | (5) |
2017–2019 | ნეფთჩი | 39 | (6) |
2019–2021 | საბაჰი | 13 | (0) |
2021– | ზირა | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2009– | აზერბაიჯანი | 59 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
რუსლან აბიშოვი (აზერ. Ruslan Ibrahim oğlu Abışov; დ. 10 ოქტომბერი, 1987) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის კლუბ „ზირასა“ და აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი.
აბიშოვი ითვლება „ნეფთჩის“ აკადემიის ახალგაზრდულ პროდუქტად. 2010-11 წლებში გუნდთან ერთად გახდა აზერბაიჯანის პრემირ ლიგის ჩემპიონი. 2011-12 წლების სეზონის შემდეგ სათამაშოდ გაუშვეს „ხაზარ ლენქორანში“.[1] 2013 წლის 26 თებერვალს შეუერთდა ყაზანის „რუბინის“. გააფორმა 2,5 წლიანი კონტრაქტი.[2]
2014 წლის 24 ივნისს აბიშოვი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის კლუბ „გაბალას“ 6 თვიანი იჯარით შეუერთდა.[3][4]
2015 წლის 14 სექტემბერს ხელახლა შეუერთდა „გაბალას“ რაც გამოწვეული იქნა „ხაზარ ლენქორანში“ მისი რეგისტრაციის პრობლემების გამო.[5] 2015-16 წლების სეზონში დატოვა „გაბალა“. უარი განაცხადა ახალ კონტრაქტზე.[6]
2016 წლის 29 ივნისს აბიშოვმა ხელი მოაწერა ერთწლიან კონტრაქტს ბაქოს „ინტერთან“.[7] 2017 წლის 12 იანვარს აბიშოვმა ხელი მოაწერა ექვსთვიან კონტრაქტს ბაქოს „ნეფთჩისთან“.[8] აბიშოვმა გააგრძელა კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში და გუნდის კაპიტანი იყო 2017–18 წლების სეზონში, როდესაც „ნეფთჩიმ“ მოიპოვა ბრინჯაოს მედლები სეზონში, ეს იყო მათი უმაღლესი შედეგი ლიგაში 2013 წლიდან. 2019 წლის 10 ივნისს „ნეფთჩიმ“ ორმხრივი თანხმობით გაუშვა აბიშოვი გუნდიდან. კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.[9]
2019 წლის 13 ივნისს აბიშოვმა ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს საფეხბურთო კლუბ „საბაჰთან“.[10]
2021 წლის 26 ივნისს რუსლან აბიშოვი შეუერთდა საფეხბურთო კლუბ „ზირას“.[11]
2005–2007 წლებში თამაშობდა აზერბაიჯანის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში. ჩაატარა 3 შეხვედრა ნაკრების რიგებში. 2007–2009 წლებში კი – აზერბაიჯანის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში. ჩაატარა 8 შეხვედრა სადაც მოახერხა 1 გოლის გატანა. 2017 წელს იყო აზერბაიჯანის 23 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში, ისლამის სოლიდარობის თამაშებზე. ჩატარებულ 5 შეხვედრაში გაიტანა 1 გოლი. აბიშოვის დებიუტი აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 2009 წლის 5 სექტემბერს ფინეთის წინააღმდეგ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში.[12] მან პირველი გოლი გაიტანა 2009 წლის 18 ნოემბერს, ჩეხეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში.