სურენ ერემიანი

სურენ ერემიანი
სომხ. Սուրեն Տիգրանի Երեմյան
დაბ. თარიღი 10 აპრილი, 1908(1908-04-10)[1] [2]
დაბ. ადგილი თბილისი[3] [1] [2]
გარდ. თარიღი 17 დეკემბერი, 1992(1992-12-17)[2] (84 წლის)
გარდ. ადგილი ერევანი[2]
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 სომხეთი
ეროვნება სომხები[1] [2]
საქმიანობა ისტორიკოსი[1] [2] და არმენოლოგი[1] [2]
მუშაობის ადგილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტი[1] და სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი[1]
ალმა-მატერი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1]
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი[1] [2]
ჯილდოები ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე[1] , შრომის წითელი დროშის ორდენი და Armenian SSR State Prize[2]

სურენ ტიგრანის ძე ერემიანი (სომხ. Սուրեն Տիգրանի Երեմյան; დ. 10 აპრილი [ ძვ. სტ. 28 მარტი], 1908, თბილისი — გ. 17 დეკემბერი, 1992, ერევანი) — სომეხი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1955), სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1963), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961). სკკპ წევრი 1945 წლიდან.

1928 წელს დაამთავრა თბილისის 43-ე საშუალო სკოლა, 1931 წელს — ერევნის უნივერსიტეტის ისტორია-ეკონომიკის ფაკულტეტი, 1934 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა აკადემიკოს ნიკო მარის ხელმძღვანელობით (თბილისი). 1935–1941 წლებში მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ლენინგრადში, 1941 წლიდან სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტშია. 1953-1958 წლებში ინსტიტუტის დირექტორია, 1963–1968 წლებში სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებათმცოდნეობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.

იკვლევდა სომხეთის ეთნოგენეზს, ძველი სომხეთის ქალაქების ისტორიას, ამიერკავკასიის ხალხთა ისტორიის პერიოდიზაციას, სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ისტორიას, ისტორიული გეოგრაფიისა და ისტორიული კარტოგრაფიის საკითხებს. მიღებული აქვს ჯილდოები და მედლები.

  • Основные черты общественного строя Армении в эллинистическую эпоху. "Известия АН Армянской ССР. Общественные науки", 1948, № 11;
  • К вопросу об этногенезе армян, "Вопросы истории", 1952, № 7;
  • Развитие городов и городской жизни в Древней Армении, "Вестник древней истории", 1953, № 3;
  • Страна "Махелония" надписи Кааба-и-Зардушт, "Вестник Древней истории", 1967, №4;
  • Армения по "Ашхарацуйц"-у, Ер., 1963 (на армянском языке).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]