ტორე ჰანსენი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
6 თებერვალი, 1978![]() |
საქმიანობა | საფეხბურთო მსაჯი |
აქტიური | 2006-დან; 2013-დან ფიფას მიერ ლიცენზირებული |
დამსაქმებელი | ფიფა; ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაცია |
ტორე ჰანსენი (დ. 6 თებერვალი, 1978) — ნორვეგიელი საფეხბურთო მსაჯი, ყოფილი მწვრთნელი და ფეხბურთელი.
ტორე ჰანსენი თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე „მანდალსკამერატენეში“ 2000-2004 და 2006-2008 წლებში.[1] იგი თამაშობდა ინგლისშიც, „უორკსოპ ტაუნსა“ და „ოსეტ ტაუნში“. 2008 წელს მან დაასრულა საფეხბურთო კარიერა. იგი იყო „მანდალსკამერატენის“ მწვრთნელის ასისტენტი და მოგვიანებით მწვრთნელი. 2009 წლის ივნისში მან ეს თანამდებობა დატოვა და გახდა არბიტრი.[2]
ჰანსენის სამსაჯო კარიერა დაიწყო 2006 წელს, ამ რანგში მისი დებიუტი შედგა ნორვეგიის ლიგის მე-7 დონის 6. დივიზიონში. 2007-2009 წლებში მსაჯობდა მესამე, ხოლო 2009-2010 წლებში მეორე დივიზიონში. 2011 წლიდან იგი არის ნორვეგიის პირველი დივიზიონის მსაჯი. 2013 წლიდან არის ფიფას მსაჯი.[3] 2016 წელს გახდა წლის მსაჯი[4] და იმსაჯა ნორვეგიის თასის ფინალზე.[3]