ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) (დ. 1 იანვარი, 1974, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი ქალი (მშვილდოსნობა), 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გუნდურში, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2013, ბელექი, თურქეთი; მიქსი), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურში (1990, ბარსელონა, ესპანეთი; 1992, ვალეტა, მალტა) და ასევე ევროპის ჩემპიონი პირადში (1992, ვალეტა, მალტა). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1990, ბარსელონა, ესპანეთი), ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი (1989).
1996 წელს ატლანტის, ხოლო 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადებში საქართველოს სახელით მონაწილეობდა და 40 სპორტსმენს შორის ვერ მოხვდა. 2007 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და ამ ქვეყნის მშვილდოსანთა ნაკრების წევრი. ხათუნა ლორიგის მიღწევები ამერიკის მშვილდოსანთა ნაკრების წევრის სახელით — პანამერიკული თამაშების ჩემპიონი ( 2015, ტორონტო, კანადა; 2019, ლიმა, პერუ; გუნდური), პანამერიკული თამაშების ვიცე-ჩემპიონი (2011, გვადალახარა, მექსიკა, გუნდური; 2019, ლიმა, პერუ), პანამერიკული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ( 2015 ტორონტო, კანადა; გუნდური), მსოფლიო თასის გამარჯვებული (2010, ედინბურგი, შოტლანდია; მიქსი).
დისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|
მშვილდოსნობა | ვალეტა, მალტა | ევროპის ჩემპიონატი 1992 | |
მშვილდოსნობა | ვალეტა, მალტა | ევროპის ჩემპიონატი 1992 | |
მშვილდოსნობა | ბარსელონა, ესპანეთი | ევროპის ჩემპიონატი 1990 | |
მშვილდოსნობა | ბარსელონა, ესპანეთი | ევროპის ჩემპიონატი 1990 |