ჯონ კონორი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯონ კევინ ფრიმენი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | ჯონ კონორი |
დაბ. თარიღი | 1985 წელი, 13 აპრილი |
დაბ. ადგილი | Flint |
ჟანრ(ებ)ი | ჰიპ-ჰოპი |
აქტიური | 2005-დან |
ლეიბლ(ებ)ი | Aftermath Entertainment, Interscope Records, All Varsity Music |
საიტი | twitter.com/JonConnorMusic |
ჯონ კონორი ვიკისაწყობში |
ჯონ კევინ ფრიმენი, უმცროსი (ინგლ. Jon Kevin Freeman, Jr., ცნობილია როგორც ჯონ კონორი; ინგლ. Jon Connor; დ. 13 აპრილი, 1985) — ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი. მან ჩაწერა მრავალი მიქსთეიფი. Jay-Z-იმ შთააგონა, რომ გამოეცა ალბომი „The Blue Album“, ხოლო შემდეგ ემინემმა შთააგონა ჩაეწერა ალბომი „The People's Rapper LP“. მან გამოსცა ერთი მუსიკალური ალბომი „Unconscious State“. ამ დროისთვის მას აქვს ხელი მოწერილი კონტრაქტზე Dr. Dre-სთან Aftermath Entertainment-ზე. 2015 წელს მან მონაწილეობა მიიღო Dr. Dre-ს ალბომ „Compton-ში ასევე The Documentary 2-ში.
ჯონ კონორი დაიბადა 1985 წლის 13 აპრილს, ფლინტში, მიჩიგანში. იგი იყო მაილისა და ჯონ ფრიმენ უფროსის შვილი. მამამისს ჰქონდა დიდი გავლენა ადრეულ პერიოდში. იგი იყო შემდგარი მუსიკოსი Christian-ის მინისტერში. ჯონ კონორმა დაიწყო მუსიკის წარმოება და წერა 10 წლის ასაკში. მოგვიანებით სკოლაში დაიწყო თავისი მიქსთეიფების გაყიდვა. დედამისის დახმარებით მან 14 წლის ასაკში შექმნა ხმის ჩამწერი სტუდია, და სახელად უწოდა Varsity Music-ი. ხოლო 16 წლის ასაკში მან დააარსა საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია.[1] დაამთავრა ფლინტ პაუერსის კათოლიკური უმაღლესი სკოლა.[2]
2005 წლის 1 იანვარს ჯონ კონორმა გამოსცა თავისი ოფიციალური მიქსთეიფი, The Calling, Pt. 1: The Prequel[3]. მან დაიწყო სხვა მიქსთეიფის კეთება 2006 წელს, Everybody Hates Connor[4][5]. ხოლო შემდეგ მან გამოსცა მესამე მიქსთეიფი The Calling Pt. 2: The Second Coming-ი 2008 წელს [5][6]. 2009 წელს იგი დაუკავშირდა კალათბურთის მოთამაშეს [[Mateen Cleaves]-ს, შემდეგ კალათბურთის მოთამაშეს Jason Richardson და კენდალ "Young Sav" ფრიმენს, Rick Ross' Maybach Music Group-ის ვიცე პრეზიდენტს რათა დაეწყოთ ოფიციალურად ლეიბლის ჩაწერა. 2010 წლის 29 სექტემბერს გამოაქვეყნა მეოთხე მიქსთეიფი. Entourage-მა შთააგონა Jon Connor as Vinnie Chase: Season One [6]. Jon Connor as Vinnie Chase: Season One-ი იყო კონორისა და მთელი Optiks (record producer)-ის პროდუქცია იყო. რეპერი ხოშიმინისა და Consequence-ის რემიქსი The Message-ი იყო განსაკუთრებული[5].