Born This Way: The Collection — ამერიკელ პოპ მომღერალ ლედი გაგას მესამე კომპილაციური ალბომი, რომელიც გამოიცა 2011 წლის 18 ნოემბერს ლეიბლზე Interscope Records. სამ დისკიან ბოქს-სეტში შესულია გაგას მეორე სტუდიური ალბომის — Born This Way 17 სიმღერიანი სპეციალური გამოცემა, რემიქსების კრებული — Born This Way: The Remix და ტეეკომპანია HBO მიერ გადაღებული სპეციალური კონცერტის — Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden DVD დისკი. ალბომის ყდაზე გაგას აცვია წებოვანი ტალახისგან დამზადებული კაბა, რომელიც ეკუთვნის დიზაინერ ბარტ ჰესის და ალექსანდრ მაკქუინის ფეხსაცმელები. კომპილაციამ კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
სტივენ თომასმა Allmusic-იდან ბოქს-სეტს მისცა დადებითი შეფასება და მიანიჭა სამ-ნახევარი ვარსკვლავი.[1] ბოქს-სეტის დებიუტი საბერძნეთის ალბომების ჩარტში მოხდა გამოსლიდან პირველივე კვირას, მან დაიკავა 67-ე ადგილი, ერთი კვირის მერე ბოქს-სეტმა დაიკავა 49-ე ადგილი.[2] სამხრეთ კორეის საერთაშორისო ალბომების ჩარტში ბოქს-სეტმა 2011 წლის 3 დეკემბერს დაიკავა მე-18 ადგილი.[3] სამხრეთ კორეის ჩარტში ბოქს-სეტი მხოლოდ ერთი კვია იმყოფებოდა.