„Fix You“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Coldplay | ||||
ალბომიდან X&Y | ||||
B-მხარე |
The World Turned Upside Down Pour Me (Live at the Hollywood Bowl) | |||
გამოსვლის თარიღი | 5 სექტემბერი, 2005 | |||
ჟანრი | პოსტ-ბრიტპოპი | |||
ხანგრძლივობა |
4:54 (ალბომის ვერსია) 4:07 (რადიოს ვერსია) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone | |||
ავტორ(ებ)ი | კრის მარტინი, ჯონი ბაკლენდი, გაი ბერიმენი, უილ ჩემპიონი | |||
პროდიუსერი | Coldplay, კენ ნელსონი | |||
Coldplay — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
Fix You — ბრიტანული ალტერნატიულ როკ-ჯგუფ Coldplay-ს სიმღერა. იგი დაიწერა ჯგუფის ოთხივე წევრის მიერ და შეტანილია იქნა მესამე სტუდიურ ალბომ X&Y-ში. სიმღერის მელოდია ეფუძება ორგანის ჟღერადობას, რომელსაც ახლავს ნელი ტემპით აჟღერებული დასარტყმელი საკრავები და ვოკალები. იგი გამოიცა ალბომის მეორე სინგლის სახით, 2005 წლის 5 სექტემბერს და მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის მეოთხე პოზიციაზე. სიმღერა აშშ-ში, ბილბორდის ალტერნატიული სიმღერების ჩარტის #18 ადგილზე მოხვდა. აშშ-სა და ბრიტანეთში გამოცემული იქნა მისი პრობო-სინგლები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ალბომიდან გამოცემული ჩარტებში ყველაზე ნაკლებად წარმატებული სინგლია, იგი ამავე დროს ჩანაწერის ყველაზე პოპულარულ სინგლად იქცა, სიმღერასთან Viva la Vida. ბლით დენერის, გვინეთ პელტროუს დედისა და კრის მარტინის სიდედრის 2012 წლის მაისში გამოქვეყნებულ ინტერვიუში განმარტებულია, რომ კრისმა სიმღერა გვინეთისთვის დაწერა, როდესაც მამამისი გარდაიცვალა. „მე ვტივირივარ ყოველთვის, როდესაც მას ვუსმენ“.[1]
„Fix You“-მ დადებითი შეფასებები მიიღო. იგი იქცა სემპლირების პოპულარულ ობიექტად. ჩაიწერა მისი მრავალი ქავერ-ვერსია თუ რემიქსი. სიმღერა რამდენიმეჯერ ნომინირებული იქნა საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში მუსიკალური და ტექსტობრივი კუთხით, ისევე, როგორც წლის ჰიმნის კატეგორიაში. სიმღერის მუსიკალური ვიდეო შექმნილია ლონდონში 2005 წლის 7 ივლისს მომხდარი აფეთქებების შთაგონებით. სიმღერაში გაჟღერებული გიტარის სოლო ამჟამად გამოიყენება ნჰლ-ის თამაშების Montreal Canadiens შესავალში[2] და სამი ვარსკვლავის შერჩევისას, ლოს-ანჯელეს კინგზის შინ ყოველი გამარჯვების შემდეგ.
სიმღერა დაკრული იქნა სტივ ჯობსის ხსოვნის ცერემონიაზე, Apple-ის შტაბ-ბინაში, 2011 წლის 19 ოქტომბერს.