„Lhuna“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Coldplay და კაილი მინოუგი | ||||
გამოსვლის თარიღი | 1 დეკემბერი 2008 | |||
ჟანრი | ალტერნატიული როკი | |||
ხანგრძლივობა | 4:44 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone | |||
ავტორ(ებ)ი | გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი, კრის მარტინი | |||
პროდიუსერი | ბრაიან ინო, მარკუს დრევზი, რიკ სიმფსონი | |||
Coldplay-ს სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„Lhuna“ — ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ს სიმღერა და საქველმოქედო სინგლი, გამოცემული 2008 წელს. იგი ჩაწერილია კაილი მინოუგის მონაწილეობით.
სიმღერა ჩაიწერა ალბომის Viva la Vida or Death and All His Friends შექმნის პერიოდში, მაგრამ არ იქნა შეტანილი ამ ალბომში. კითხვაზე, თუ რატომ, კრის მარტინის პასუხი იყო "ის ზედმეტად სექსუალურია".[1] მოსალოდნელი იყო მისი გამოჩენა EP დისკზე Prospekt's March[2], მაგრამ საბოლოოდ, იგი ცალკე სინგლის სახით, 2008 წლის 1 დეკემბერს გავიდა, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად.[3]