„Lovers in Japan“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სინგლი — Coldplay | ||||
ალბომიდან Prospekt's March | ||||
გამოსვლის თარიღი | 4 ნოემბერი 2008 (აშშ რადიო) | |||
ჟანრი | ალტერნატიული როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:57 | |||
ავტორ(ებ)ი | გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი, კრის მარტინი | |||
პროდიუსერი | მარკუს დროუსი, ბრაიან ინო, რიკ სიმფსონი, ჯონ ჰოპკინზი | |||
Coldplay — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
Lovers in Japan— ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ს სიმღერა და მეოთხე სინგლი 2008 წლის სტუდიური ალბომიდან Viva la Vida or Death and All His Friends.
სიმღერის სინგლის ვერსია, "Osaka Sun Mix" ასევე შეტანილია ჯგუფის 2008 წლის EP დისკში Prospekt's March. "ჩვენ მას უფრო უკეთ ვუკრავთ ცოცხლად, ვიდრე ჩანაწერზე. ასე რომ საკონცერტო ვერსიებით შთაგონებულებმა ჩავწერეთ Osaka Sun ვერსია, რომელიც უფრო ცოცხლად ჟღერს”, ახსენა კრისმა [1] განსხვავება ორ ვერსიას შორის შეიმჩნევა დაახლოებით 1:46-ზე, სადაც ჟღერს დამატებითი ვოკალები, ხოლო 2:59-ზე ასევე შეიმჩნევა განსხვავება. ალბომში Viva la Vida ეს სიმღერა უერთდება მეორე კომპოზიციას, "Reign of Love".
სიმღერის მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია მეტ უაიტკროსი. ვიდეო გადაღებული იქნა ლონდონში და გამოვიდა 2008 წლის 31 ოქტომბრიდან 1 კვირის განმავლობაში უფასოდ ვრცელდებოდა სერვისის iTunes აშშ და კანადის წარმომადგენლობების მეშვეობით.
კლიპის პირველ ნაწილში ჯგუფი უკრავს სხვადასხვა ადგილებში და ეკრანზე წერს ტექსტებს სიმღერიდან. მისამღერის დროს კამერა ტრიალებს, ხოლო დასასრულს ჯგუფზე იყრება ქაღალდის კონფეტი.
ჩარტი | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ბელგია | 40 |
კანადა[2] | 77 |
ნიდერლანდები[3] | 12 |
იტალია[4] | 5 |
იაპონია | 41 |
პოლონეთი[5] | 3 |
აშშ ბილბორდი | 10 |
აშშ ბილბორდი (40-ეული)[6] | 19 |
აშშ ბილბორდი (100-ეული)[6] | 65 |
აშშ სამმაგი A ფორმატის ჩარტი | 3 |
ვენესუელა[7] | 16 |