Neo Geo Pocket — მეხუთე თაობის მონოქრომული პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია SNK-ის მიერ, რომელიც გამოვიდა 1998 წლის 28 ოქტომბერს იაპონიაში,[1] ხოლო იმავე წელს ევროპაში.
Neo Geo Pocket-ს გააჩნდა თხევად-კრისტალური ეკრანი, Toshiba-ს TLCS900H ცენტრალური პროცესორი, ყურსასმენების ბუდე და ორი ცალი AA-ბატარეები. მასში აგრეთვე ჩაშენებული იყო საათი და კალენდარი. Game Boy-ის მსგავსად Neo Geo Pocket-ში სათამაშო კარტრიჯები თავსდებოდა მოწყობილობის უკანა მხარეს.
Neo Geo Pocket ითვლება წარუმატებელ სათამაშო კონსოლად. 1999 წელს მისი წარმოება შეწყდა,[2] ხოლო იმავე წელს კომპანიამ გამოუშვა კონსოლის განახლებული ვერსია Neo Geo Pocket Color, რომელსაც გააჩნდა ფერადი ეკრანი.[3] მიუხედავად იმისა, რომ კონსოლის არსებობამ დიდ ხანს არ გასტანა, მასზე გამოვიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში, ისეთები როგორებიცაა „Samurai Shodown“ და „King of Fighters R-1“. არსებობის ისტორიაში მასზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ და მხოლოდ 9 ერთეული თამაში.
- „Baseball Stars“
- „King of Fighters R-1“
- „Melon-chan’s Growth Diary“
- „Neo Cherry Master“
- „Neo Geo Cup 98“
- „Neo Geo Cup 98 Plus“
- „Pocket Tennis“
- „Puzzle Link“
- „Samurai Showdown“
|
---|
| სახეობები | |
---|
| თაობები | |
---|
| მეხუთე თაობა |
|
---|
| |
|