აბენსბერგის ბრძოლა

ნაპოლეონი მიმართავს ბავარიელ ჯარისკაცებს.

აბენბერგის ბრძოლა გაიმართა 1809 წლის 20 აპრილს, ნაპოლეონის ფრანგების, ვიურტენბერგელების და ბავარიელებისაგან შემდგარ 42 ათასიანსა[1] და ერცჰერცოგ კარლის ავსტრიელთა 55 ათასიან[1] არმიებს შორის. ფრანგთა მარცხენა ფლანგმა, მარშალი ლანის მეთაურობით ავსტრიელებს უკან დახევა აიძულა. ცენტრში ბავარიელები დიდ ზეწოლას განიცდიდნენ, მაგრამ ნაპოლეონმა ავსტრიელთა მეორე ფლანგიც დაამარცხა და ერცჰერცოგს უკუქცევა მოუხდა. მისი ჯარიდან 6,711[2] კაცი დაიღუპა ან დაიჭრა, 4 ათასი კი ტყვედ ჩავარდა. ფრანგების და მათი მოკავშირეების დანაკარგებმა 1,107[2] დაღუპული და დაჭრილი შეადგინა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Petre, p 139
  2. 2.0 2.1 Arnold, p 120