ანტონიო არენასი | |
![]() | |
პერუს პრეზიდენტი პარალელურად პერუს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 დეკემბერი, 1885 – 5 ივნისი, 1886 | |
წინამორბედი | მიგელ იგლესიასი |
მემკვიდრე | ანდრეს აველინო კასერესი |
პერუს პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 იანვარი, 1868 – 7 თებერვალი, 1868 | |
პრეზიდენტი | პედრო დიეს კანსეკო |
წინამორბედი | პედრო პას სოლდან ურეტა |
მემკვიდრე | ანტონიო გუტიერეს დე ლა ფუენტე |
პერუს პრემიერ მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 აგვისტო, 1876 – 26 აგვისტო, 1876 | |
პრეზიდენტი | მარიანო იგნასიო პრადო |
წინამორბედი | ნიკოლას ფრეირე გონსალესი |
მემკვიდრე | თეოდორო ლა როსა |
პერუს საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 დეკემბერი, 1858 – 13 იანვარი, 1859 | |
პრეზიდენტი | რამონ კასტილია |
წინამორბედი | მანუელ ორტის დე სევალიოსი |
მემკვიდრე | მანუელ მორალესი |
პერუს საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 დეკემბერი, 1885 – 5 ივნისი, 1886 | |
წინამორბედი | ბალტასარ გარსია ურუტია |
მემკვიდრე | მანუელ მარია რივასი |
დაბადებული | 13 ივლისი, 1808 ლიმა, პერუ |
გარდაცვლილი | 27 დეკემბერი, 1891 ლიმა, პერუ |
მოქალაქეობა | ![]() |
ეროვნება | პერუელი |
მამა | ფრანსისკო აგუსტინ არენასი |
დედა | როსა მერინო |
მეუღლე | ანტონია ვილარეალი; კარმენ ბარასა ფლორესი |
შვილები | პედრო სელესტინო არენას ვილარეალი; მანუელ დელ ესპირიტუ სანტო არენას ვილარეალი; დომინგო სილოს არენას ვილარეალი; ალეხანდრო არენას ვილარეალი |
განათლება | სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტი |
პროფესია | ადვოკატი |
მანუელ ანტონიო არენასი (ესპ. Antonio Arenas; დ. 13 ივლისი, 1808, ლიმა, პერუ — გ. 27 დეკემბერი, 1891, ლიმა, პერუ[1]) — ადვოკატი, იურისტი, პერუელი პოლიტიკოსი, ლიმის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და პერუს პრეზიდენტი 1885 წლის 3 დეკემბრიდან 1886 წლის 5 ივნისამდე, მიგელ იგლესიასის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.
ანტონიო არენასი დაიბადა 1808 წლის 13 ივლისს, ლიმაში, პერუ. მისი მამა, ფრანსისკო აგუსტინ არენასი იყო, ხოლო დედა, როსა მერინო — პერუს სახელმწიფო ჰიმნის პირველი შემსრულებელი. სწავლობდა სან-მარკოსის ეროვნულ უნივერსიტეტში. ამავე უნივერსიტეტის კვლევით ცენტრში, მან სისხლის სამართლის სწავლება დაიწყო და 1852 წელს რექტორი გახდა.
სასამართლოს საკონსულოში, იგი არქივარიუსი, მდივანი და 1855 წლიდან მოსამართლე იყო. 1855 წელს კონგრესმა იგი ლიმის ადვოკატთა ასოციაციის დეკანად, ხოლო 1858 წელს, მოადგილედ აირჩია, 4 წლის ვადით. 1856 წლის კონსტიტუციაში 1858 წელს მიღებული რეფორმის გათვალისწინებით, რამონ კასტილიას კონსტიტუციურ პრეზიდენტად გამოცხადების შემდეგ, არენასი დაინიშნა კონგრესის საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარედ (იგი პასუხისმგებელი იყო 1860 წლის კონსტიტუციაზე) და ხელმძღვანელობდა საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე წლის სხდომებს. 1858 წლის 21 დეკემბრიდან 1859 წლის 13 იანვრამდე, მას პერუს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
მარშალ მიგელ დე სან-რომანის მთავრობის მმართველობის დროს, ანტონიო არენასი მთავრობის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, რომელიც მას 1862 წლის 24 ოქტომბრიდან 1863 წლის 3 აპრილამდე ეკავა. 1864 წელს, იგი მოკეგუას სენატორი იყო. 1868 წლის 26 იანვრიდან 7 თებერვლამდე იგი მინისტრთა კაბინეტის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყო დანიშნული. 1868-1872 წლებში, არენასი ლიმის სენატორი იყო. 1871 წლიდან, იგი უზენაესი სასამართლოს წევრი, ხოლო 1876, 1885, 1889 და 1890 წლებში — პრეზიდენტი იყო.
1872 წლის პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში, მან თავისი კანდიდატურა წარადგინა, იმ მოტივით, რომ იგი,როგორც იურისტი, პატივს სცემდა კანონს, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ანტონიო არენასს სჯეროდა, რომ მას მხარს უჭერდა ხოსე ბალტა. ამ არჩევნებში მან მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო პერუს პრეზიდენტი მანუელ პარდო გახდა.
გენერალ მარიანო იგნასიო პრადოს მეორე კონსტიტუციური მთავრობის მმართველობის დასაწყისში, ანტონიო არენასი მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის და პერუს იუსტიციის მინისტრის თანამდებობებზე დაინიშნა. იუსტიციის მინისტრის თანამდებობა, მას 1876 წლის 2 აგვისტოდან 26 აგვისტომდე ეკავა.
ამერიკული კონგრესის წევრ იურისტთა შეხვედრაზე, ლიმაში, მან წარადგინა პერუ და კოსტა რიკა და დაინიშნა კონგრესის პრეზიდენტად.
ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის მანძილზე, ანტონიო არენასს რამდენიმე თანამდებობა ეკავა:
ანტონიო არენასი პერუს მოქალაქეთაგან ერთადერთია, რომელიც ხელისუფლების სამივე შტოს: აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს უძღვებოდა.
1880 წლის ივლისსა და აგვისტოს შორის, წყნარი ოკეანის მეორე ომის განმავლობაში, არენასი სრულუფლებიანი მინისტრი იყო, აურელიო გარსიასთან ერთად. ჩილეს წარმომადგენლები იყვნენ ეულოხიო ალტამირანო არასენა, ხოსე ფრანსისკო ვერგარა და ეუსებიო ლილო; ბოლივიის — მარიანო ბაპტისტი და კამილო კრისოსტომო. ამ ომში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერამ განაპირობა ჩილეს არმიის წარმატება. პერუს არმია განაგრძობდა წინააღმდეგობის გაწევას 1881 წლის იანვრამდე, ვიდრე ჩილეს არმიამ ლიმა არ დაიკავა. 1883 წელს, ლიმის მახლობლად, ანკონაში ხელმოწერილ იქნა ზავი ჩილესა და პერუს შორის, რომლის მიხედვითაც ჩილეს გადაეცა პერუს პროვინცია ტარაპაკა სამუდამოდ, ტაკნა და არიკა კი 10 წლით.
ომის შემდეგ, 1884 წლის 1 მარტს მოიწვიეს დამფუძნებელი კრება. ეს ასამბლეა პერუს პრეზიდენტმა მიგელ იგლესიასმა მოიწვია იმისათვის, რომ დაემტკიცებინათ ანკონის ზავი. ზავი დაუყოვნებლივ დამტკიცდა, დამატებითი განხილვის გარეშე.
1885 წლის 3 დეკემბერს, მიგელ იგლესიასის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ანტონიო არენასი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. ეს თანამდებობა მას 1886 წლის 5 ივნისამდე, ანდრეს აველინო კასერესის პრეზიდენტად გამოცხადებამდე ეკავა.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: მიგელ იგლესიასი |
პერუს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 1885-1886 |
შემდეგი: ანდრეს აველინო კასერესი |