არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურიზმი

ბურჯ- ხალიფა - საღამოს ხედი

არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურიზმი — საამიროების ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია და შედგება შიდა და საერთაშორისო კომპონენტებისგან. 2018 წელს ტურიზმის ინდუსტრიამ შეადგინა  ქვეყნის მშპ-ის 164,7 მილიარდ დირჰემზე( AED) მეტი.[1][2]

არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტული ინდუსტრია ყველაზე წარმატებულია სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის და დიდი ხანია სარგებლობს წამყვანი ტურისტული ქვეყნის სტატუსით სპარსეთის ყურეში. ქვეყანა ასევე არის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილი არაბულ სამყაროში. [3] 2018 წლის მონაცემებით, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 604,300-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული ტურიზმის სფეროში [4] მოსალოდნელია მისი გაფართოება, 2027 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის შემოსავალი  12,4% -ით გაიზრდება და დასაქმდება 410 000-ზე მეტი ადამიანი. [5]

ქვეყნის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებია: ცნობილი ბურჯ ხალიფა დუბაიში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი კოშკი, მშვიდობის არქიპელაგი და პალმ ჯუმეირა, რომლებიც დუბაიში მდებარეობს. შეიხ ზაიედის მეჩეთი და იას მარინას გზატკეცილი აბუ დაბიში; ალ-ჰაჯარის მთები ფუჯეირაში.

როდესაც 1971 წელს  ბრიტანეთის კონტროლისაგან გათავისუფლდა და შეიქმნა არაბთა გაერთიანებული საამიროები,  ტურიზმის ინდუსტრია  ჯერ არ იყო განვითარებული, ხოლო ახლადშექმნილი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა სუსტი იყო ნავთობის უზარმაზარი სიმდიდრის მიუხედავად. გააცნობიერა რა ქვეყნის განვითარების აუცილებლობა, შეიხ ზაიედ ბინ სულთან ალ ნაჰიანმა, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების შექმნის ინიციატივით გამოვიდა, წარადგინა ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციის გეგმა, რომელიც ტურიზმს შეეხებოდა.[6]საბოლოოდ, იდეა განხორციელდა და 1979 წელს შეიხ ზაიედმა  დუბაიში პირველი სასტუმრო Metropolitan Hotel Dubai გახსნა. [7]

უდაბნო რუბ ელ ხალი

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ტურიზმის განვითარება მჭიდრო კავშირში იყო დუბაიში ტურიზმის განვითარებასთან. დუბაის საამირო ერთ-ერთი პირველი იყო ქვეყანაში, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნა. შეიხ რაშიდ ბინ საიდ ალ მაქტუმი, დუბაის მმართველი 1958 წლიდან 1990 წლამდე, მიხვდა, რომ ნავთობის მარაგი არ იყო ამოუწურავი და დაიწყო საaმიროს  ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე ზრუნვა.[8]

შეიხ რაშიდმა, შეიხ ზაიდესთან ერთად გამოაქვეყნეს ერთობლივი დეკლარაცია საამიროების დაარსების შესახებ. 1989 წელს შეიქმნა დუბაის ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარების საბჭო, რომელიც ხელს უწყობდა დუბაიში  მაღალი კლასის ბაზრებისა და გავლენიანი ბიზნეს სექტორებისგანვიათარებას. 1997 წლის იანვარში იგი ჩაანაცვლა ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის დეპარტამენტმა (DTCM). მოგვიანებით მას მოჰყვა სხვა საამიროები და დაიწყო ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის აღმასვლა

2000-იანი წლებიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტურიზმის მნიშვნელოვანი ბუმია. ცხოვრების დონისა და ხარისხის ზრდამ გამოიწვია ტურიზმის ხარჯების ზრდა, რაც ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია. [9] მზარდმა საერთაშორისო კავშირებმა ქვეყანა გახადა წამყვანი ძალა ტურიზმის მზარდი გლობალიზაციის მხრივ.

ტურისტული ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დუბაი-პალმის კუნძული

დუბაი ვიზიტორებისათვის ყველაზე პოპულარული ადგილია არაბთა გაერთიანებული საამიროებში[10]. მსოფლიოს  ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი კოშკი ბურჯ ხალიფა, მდიდრული შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო ბურჯ ალ არაბი.  ფართო პოპულარიზაცია ეწევა ქალაქის ღამის ცხოვრებას. [11] ქალაქი ხშირად განიხილება, როგორც ქვეყნის სწრაფი ტურისტული წარმატების სიმბოლო. სიმდიდრე, სწრაფი განვითარება, რაც შეხამებულია ადგილობრივ არაბულ კულტურასთან, დუბაიში სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. ამასთან, ზოგადი ტურიზმის განვითარების ნაკლებობა კვლავ რჩება დაბრკოლებად, რომლის აღმოფხვრასაც ცდილობს საამიროების ხელისუფლება.

აბუ დაბი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი და ქვეყნის მეორე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, რომელსაც მართავს აბუ დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტი.[12] ქალაქი  ცნობილია თავისი პეიზაჟებით, სპარსეთის ყურესთან სიახლოვის გათვალისწინებით. აბუ დაბის აქვს ათზე მეტი ტურისტული პლაჟი.. ქალაქში  უფრო მეტადაა განვითარებულია  ღამის ცხოვრება, ვიდრე ხალხმრავალ დუბაიში, რადგან მას აქვს ნაკლები შეზღუდვები და ზომიერი კანონები. აბუ დაბიში მდებარეობს ცნობილი სასტუმრო Emirate Palace, აბუ დაბის ლუვრი, შეიხ ზაიედის მეჩეთი. აქვე იმართება ფორმულა 1 – ის რბოლები.[13]

რას ალ-ხაიმა ცნობილია თავისი ბუნებრივი ლანდშაფტით, რომელიც მრავალი თაობისთვის ხელშეუხებელი დარჩა. ალ ჰაჯარის მთები, კერძოდ მთა ჯებელ ჯაისი, ქვეყნის ყველაზე მაღალი მთაა, საიდანაც განსაცვიფრებელ ხედები იშლება, რომლებიც კლდოვანი მწვერვალებიდან სანაპირომდე მიდის,  რის გამოც პოპულარობით სარგებლობს ფოტოგრაფებს შორის. განსაკუთრებით  დღის ბოლოს, მზის ჩასვლისას, როდესაც ნარინჯისფერი კლდეები ანათებენ.

ალ ნურის მეჩეთი- შარჯა

შარჯა არაბეთის გაერთიანებული საეაიროების დიდი სავაჭრო ცენტრი და ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ტურისტული დანიშნულების ადგილია. საამიროების ხელმძღვანელობის აქტიური ძალისხმევის წყალობით,  მან შეინარჩუნა თავისი სული  მზარდი მოდერნიზაციის ფარგლებში. 1998 წელს შარჟას მიენიჭა "არაბული სამყაროს კულტურული დედაქალაქის" წოდება. ღირსშესანიშნაობებში შედის: შარჯას ხელოვნების მუზეუმი, ალ ნურის მეჩეთი, მარქაზის ბაზრობა, შარჯას კულტურული  არეალი. შარჯას გულის კულტურული მემკვიდრეობის პროექტი განხორციელდა ძველი ქალაქ შარჟას შენარჩუნება- აღდგენისა და მისი 1950-იანი წლების მდგომარეობის დაბრუნების მიზნით.[14]

ციხესიმაგრე - ფუჯეირა

ფუჯეირა ასევე  ტურისტული დანიშნულების ადგილია, ის  არც ისე პოპულარულია, როგორც არაბეთის გაერთიანებული საამიროების სხვა ქალაქები, თუმცა ამჟამად მისი განვითარება მიმდინარეობს ტურისტული კუთხით. ალ ჰაჯარის მთები  რას ალ ხაიმას, ქვეყნის მთავარი ტურისტულ ღირსშესანიშნაობაა. ჰაჯარის მთების გარდა, პოპულარული ადგილებია: ფუჯეირას ციხე, ბიტნას ციხე, სნუპპის კუნძული, მასაფი და ალ ჰეილის ციხე .[15] ფუეაირა ცნობილია თავისი ხარების ბრძოლის კულტურით, რომელიც წარმოიშვა პორტუგალიის კოლონიზაციის შედეგად მე -17 საუკუნეში.[16]

უცხოელი ვიზიტორები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი ტურისტებისს რაოდენობა
2020 გამოქვეყნდება
2019 21,001,000
2018 15,930,000
2017 20,700,000
2016 19,300,000
2015 17,000,000
2014 15,500,000
2013 14,000,000
2012 12,400,000

[17]

ქვეყანა მოუთმენლად ელოდება ტურიზმის გაფართოებას და შესაძლებლობების გაუმჯობესებას.[18]

  1. "UAE tourism contributed AED 164.7 billion to country's GDP in 2018". HotelierME."
  2. "United Arab Emirates Tourism Revenue [1995 - 2020] [Data & Charts]". www.ceicdata.com.
  3. https://gulfnews.com/business/tourism/uae-top-tourism-destination-in-the-arab-world-1.1184988
  4. "UAE: direct contribution of travel and tourism to employment 2018". Statista.
  5. "Travel and tourism - The Official Portal of the UAE Government". u.ae.
  6. "Yakheek, Mahfooz (2003). "STRATEGIC VISION OF HIS HIGHNESS SHEIKH ZAYED BIN SULTAN AL NAHYAN" დაარქივებული 2021-07-28 საიტზე Wayback Machine. (PDF). apps.dtic.mil. Retrieved 2020-08-10.
  7. "Built in 1979, the original Metropolitan Hotel was famed for being one of Dubai's first hotels and an institution in itself" დაარქივებული 2020-09-18 საიტზე Wayback Machine. .
  8. "Dubai Tourist Information". Retrieved Sep 27, 2019.
  9. Hatemi-J, Abdulnasser (April 12, 2016). "On the tourism-led growth hypothesis in the UAE: a bootstrap approach with leveraged adjustments". Applied Economics Letters. 23 (6): 424–427. doi:10.1080/13504851.2015.1078440 – via Taylor and Francis+NEJM.
  10. Dubai-among-most-expensive-cities-for-expat-living-
  11. "Dubai Nightlife" www.dubainight.com.
  12. "Department of Culture and Tourism". department of culture and tourism abu dhabi.
  13. "Baby, Elin P. (March 9, 2019). "Got A Reason To Party Hard! Head To Abu Dhabi Right Now!".
  14. "Sharjah, the Cultural Capital of the Arab World Centro Sharjah". www.rotanatimes.com. Retrieved 2015-06-21.
  15. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-04. ციტირების თარიღი: 2020-11-15.
  16. "12 Top-Rated Tourist Attractions in Fujairah | PlanetWare". www.planetware.com.
  17. "UAE: international tourist arrivals 2017". Statista.
  18. "Future - The Official Portal of the UAE Government". u.ae.