ბენედიქტ ლივშიცი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 დეკემბერი, 1886 (6 იანვარი, 1887)[1] [2] , 25 დეკემბერი, 1886[3] ან 6 იანვარი, 1887[2] |
დაბადების ადგილი | ოდესა, რუსეთის იმპერია[4] [1] |
გარდაცვალების თარიღი | 21 სექტემბერი, 1938[3] [2] (51 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
დასაფლავებულია | Levashovo Memorial Cemetery |
საქმიანობა | პოეტი, მთარგმნელი და მწერალი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
ალმა-მატერი | Q28598846?[1] , ნოვოროსიის საიმპერატორო უნივერსიტეტი[1] და წმინდა ვლადიმერის საიმპერატორო უნივერსიტეტი[1] |
ჯილდოები | Cross of St. George |
მეუღლე | Ekaterina Livshits |
ხელმოწერა | |
ბენედიქტ კონსტანტინეს ძე ლივშიცი (დ. 25 დეკემბერი, 1886 (6 იანვარი, 1887), ოდესა — გ. 21 სექტემბერი, 1938, ლენინგრადი, რსფსრ) — რუსი პოეტი და მთარგმნელი, ფუტურიზმის მკვლევარი.
პირველი ლექსები 1910 წელს გამოაქვეყნა. პოეტური კრებულები 1911, 1914, 1922, 1928 წლებში გამოსცა. მის პოეზიაში ფრანგული სიმბოლიზმის გავლენას მოჰყვა ფუტურიზმით გატაცება. მოღვაწეობდა ვ. ხლებნიკოვთან, ვ. მაიაკოვსკისთან და სხვა პოეტებთან ერთად. ამ პერიოდის მისწრაფებანი გადმოსცა მოგონებათა წიგნში „თვალნახევრიანი მშვილდოსანი“ (1933). 1930 წლიდან თავისი შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირა საქართველოს. დაიწყო ქართული ენის საფუძვლიანი შესწავლა, თარგმნა გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ. ლეონიძის, ნ. მიწიშვილის, კ. კალაძის ლექსები. საქართველოს მიუძღვნა ლექსების ციკლი „ქართველური საგალობლები“ (გამოქვეყნდა 1964).