ვახტანგ იაგორაშვილი (დ. 5 აპრილი, 1964, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი, ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელი თანამედროვე ხუთჭიდში (XXIV ოლიმპიური თამაშები, 1988, სეული).
არის მსოფლიოს ჩემპიონი (1990, ლაჰტი, ფინეთი; გუნდური), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1989, ბუდაპეშტი, უნგრეთი; გუნდური), მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1989, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ევროპის ჩემპიონი (1987, 1989; გუნდური), ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1987), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1986), სსრკ ჩემპიონი (1986, 1988, 1989), ასევე სსრკ თასის მფლობელი (1986, 1988). ვახტანგ იაგორაშვილს 1990 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. 1991–2014 წლებში ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და 1997 წლიდან ასპარეზობდა ამ ქვეყნის სახელით. 1997, 1999 და 2013 წლებში აშშ-ის ჩემპიონატში გაიმარჯვა, 2000 წელს კი პანამერიკული თამაშების ოქროს მედალი მოიგო, 1998 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.
დისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|
თანამედროვე ხუთჭიდი | ლახტი,ფინეთი | მსოფლიო ჩემპიონატი (1990) | |
თანამედროვე ხუთჭიდი | ბუდაპეშტი, უნგრეთი | მსოფლიო ჩემპიონატი (1989) | |
თანამედროვე ხუთჭიდი | ბუდაპეშტი, უნგრეთი | მსოფლიო ჩემპიონატი (1989) | |
თანამედროვე ხუთჭიდი | სეული,კორეა | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები (1988) |