პირადი ინფორმაცია | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სრული სახელი | ვლადიმერ სტეფანეს ძე აფციაური | ||||||||
ეროვნება | ქართველი | ||||||||
დაბ. თარიღი | 4 თებერვალი, 1962 | ||||||||
დაბ. ადგილი | მანგლისი, საქართველოს სსრ | ||||||||
გარდ. თარიღი | 14 მაისი, 2012 (50 წლის) | ||||||||
გარდ. ადგილი | თბილისი | ||||||||
სიმაღლე | 170 სმ | ||||||||
წონა | 72 კგ | ||||||||
სპორტი | |||||||||
ქვეყანა |
![]() | ||||||||
სპორტი | ფარიკაობა | ||||||||
ჯილდოები | სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი | ||||||||
|
ვლადიმერ აფციაური (დ. 4 თებერვალი, 1962, მანგლისი — გ. 14 მაისი, 2012, თბილისი) — ქართველი მოფარიკავე.[1]
სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1988), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1982), მეორე (1988) და სამგზის მესამე პრიზიორი (1982, 1986, 1990), ევროპის თასის მფლობელი გუნდურ ასპარეზობაში (1985), საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1984), უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1986), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში (1984). ქუვეითის ნაკრების (რაპირა) მთავარი მწვრთნელი (1998–2010). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1984), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ფრანგიშვილის წიგნი „ვლადიმერ აფციაური“.
წელი | ტურნირი | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|
1982 | მსოფლიო ჩემპიონატი | რომი, იტალია | ![]() |
1985 | მსოფლიო ჩემპიონატი | ბარსელონა, ესპანეთი | ![]() |
1988 | ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები | სეული, კორეა | ![]() |
1990 | მსოფლიო ჩემპიონატი | ლიონი, საფრანგეთი | ![]() |
1982 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა და სპეციალისტებმა ვლადიმერ აფციაური საქართველოს მეხუთე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[2]