ზურაბ ქაფიანიძე | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
1 აპრილი, 1937 ნაკიეთი, ონის რაიონი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი |
გარდაცვალების თარიღი |
4 ივლისი, 2011 (74 წლის) თბილისი, საქართველო |
დაკრძალულია | დიდუბის პანთეონი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი |
საქმიანობა | მსახიობი |
დამსაქმებელი | ქუთაისის დრამატული თეატრი, ქართული ფილმი |
ჯილდოები | საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია |
ზურაბ ვასილის ძე ქაფიანიძე (დ. 1 აპრილი, 1937, სოფელი ნაკიეთი, ონის რაიონი — გ. 4 ივლისი, 2011, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).
1961 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1961–1964 წლებში მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად. 1964 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო.
1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
გამოსცა სამეცნიერო გაზეთი „შუმერი“. დააარსა ამავე სახელწოდების სამეცნიერო ცენტრი. 40 წლის შრომის შედეგად, როგორც თვითონ იყო დარწმუნებული, ახსნა ძვ. წ. V-III ათასწლეულების შუმერული თიხის ფირფიტები და ბეჭდები, თიხის შუმერული ჭურჭლის მოხატულობა და სარკოფაგთა წარწერების ხაზობრივი სისტემა. მისივე მტკიცებით, აღმოაჩინა ანბანის რიცხვობრივი ხაზობრივი და კოსმიური სისტემის ფორმულა, რითაც , თითქოსდა, ცხადი გახდა უძველესი ქართული ასომთავრულის შუმერული წარმომავლობა. ასევე ამტკიცებდა, რომ აღადგინა ძვ. წ. 5604 წლის შუმერული კალენდარი.[1]
ქაფიანიძის მოსაზრებები მეცნიერებაში გაზიარებული არ არის.