ლაზარე შაცკინი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
---|---|
1921 – 1922 | |
წინამორბედი | ოსკარ რივკინი |
მემკვიდრე | პეტრე სმოროდინი |
დაბადებული | 1902 სუვალკი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 10 იანვარი, 1937 მოსკოვი, სსრკ |
პოლიტიკური პარტია | საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია |
ლაზარე შაცკინი (რუს. Шацкин, Лазарь Абрамович; დ. 1902, სუვალკი, რუსეთის იმპერია — გ. 10 იანვარი, 1937, მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა პარტიული მოღვაწე. კომკავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დაიბადა ქალაქ სუვალკიში, ებრაელების ოჯახში. 1917 წლის მაისში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრია. სამოქალაქო ომის მონაწილე 1918–1920 წლებში და 1918–1922 წლებში კომკავშირის წევრი, 1921–1922 წლებში მდივანი. ერთდროულად, 1919–1921 წლებში ახალგაზრდობის კომუნისტური ინტერნაციონალის 1 მდივანი. 1926-1928 წლებში კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1928 წლიდან სახელმწიფო და პარტიული მუშაკია. ლაზარე შაცკინი დახვრიტეს 1937 წელს.[1][2]