ლუდოვიკ მრაზეკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 ივლისი, 1867[1] |
დაბ. ადგილი | კრაიოვა |
გარდ. თარიღი | 9 ივნისი, 1944 (76 წლის) |
გარდ. ადგილი | ბუქარესტი |
მოქალაქეობა | რუმინეთი |
საქმიანობა | გეოლოგი და მინერალოგი[2] |
ჯილდოები | Doctor honoris causa of the University of Strasbourg[3] |
ლუდოვიკ მრაზეკი (რუმ. Ludovic Mrazek; დ. 17 ივლისი 1867, კრაიოვა — გ. 9 ივნისი 1944, ბუქარესტი) — რუმინელი გეოლოგი. რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1905 წ.) და პრეზიდენტი (1932-1935 წწ.). 1894 წლის 1 დეკემბრიდან ბუქარესტის უნივერსიტეტის პროფესორი კრისტალოგრაფიის, მინერალოგიისა და პეტროგრაფიის დარგში.
მის მიერ დაარსებული რუმინეთის გეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი (1906-1928). 1920 წელს მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა რუმინეთის პირველი გეოლოგიური რუკა. 1930 წლის აპრილიდან რუმინეთის გეოლოგიური საზოგადოების პირველი პრეზიდენტი. ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა.
მრაზეკის ძირითადი შორმები შეეხება კარპატების მინერალოგიას, პეტროგრაფიას, ტექტონიკას, რუმინეთის ნავთობის საბადოების და ნავთობის გენეზისის პრობლემას. იკვლევდა აგრეთვე ალპებისა და ურალის გეოლოგიურ აგებულებას. სამეცნიერო გეოლოგიურ ლიტერატურაში შემოიტანა ტერმინი „დიაპირიზმი“.