მაგომედალი მაგომედოვი | |
დაღესტნის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1994 წლის 26 ივლისი – 2006 წლის 20 თებერვალი | |
მემკვიდრე | მუხუ ალიევი |
დაღესტნის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1990 წლის 24 აპრილი – 1994 წლის 26 ივლისი | |
დაღესტნის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1983 წლის 24 მაისი – 1987 წლის აგვისტო | |
დაბადებული | 15 ივნისი, 1930 სოფელი ლევაში, დაღესტნის ასსრ, რსფსრ, სსრკ |
გარდაცვლილი | 4 დეკემბერი, 2022 (92 წლის) |
ეროვნება | რუსი |
პოლიტიკური პარტია | საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია (1970-1991 |
მეუღლე | ზულგიჟატ მაგომედოვა |
შვილები | 6 |
საქმიანობა | სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე |
მაგომედალი მაგომედოვიჩ მაგომედოვი (დარ. МяхӀяммадла урши МяхӀяммадгӀяли; დ. 15 ივნისი, 1930, სოფელი ლევაში, დაღესტნის ასსრ, რსფსრ, სსრკ — გ. 4 დეკემბერი, 2022) — რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ის იყო დაღესტნის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1983 წლის 24 მაისიდან 1987 წლის აგვისტომდე. ასევე გახლდათ დაღესტნის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1987 წლის აგვისტოდან 1990 წლის 24 აპრილამდე. ასევე მაგომედოვი იყო დაღესტნის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 1990 წლის 24 აპრილიდან 1994 წლის 26 ივლისამდე და დაღესტნის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 1994 წლის 26 ივლისიდან 2006 წლის 20 თებერვლამდე. 2019 წელს ის დასახელდა რუსეთის ფედერაციის შრომის გმირად.
მაგომედალი მაგომედოვი დაიბადა 1930 წლის 15 ივნისს დაღესტნის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ლევაშინსკის რაიონის სოფელ ლევაშში. 1949 წელს ლევაშინსკის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ის ჩაირიცხა დაღესტნის მასწავლებელთა ინსტიტუტში, რომელიც წარმატებით დაამთავრა ორი წლის შემდეგ. მაგომედოვი მუშაობდა მასწავლებლად, შემდეგ ის გახდა ლევაშინსკის რაიონის ვერხნელაბკინსკაიას შვიდწლიანი სკოლის დირექტორი, მოგვიანებით კი ლევაშინსკის რაიონის საჯარო განათლების განყოფილების ხელმძღვანელი.
1957 წელს ის დაინიშნა სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, ხოლო 1966 წელს - ლევაშინსკის სასოფლო-სამეურნეო წარმოების განყოფილების უფროსად. 1968 წელს დაუსწრებლად დაამთავრა დაღესტნის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ხოლო 1969 წელს აირჩიეს ლევაშინსკის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. 1970 წლის დეკემბერში იგი გახდა ლევაშინსკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1975 წლის სექტემბერში დაინიშნა დაღესტნის რეგიონალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსად. 1979 წლის იანვრიდან დაიწყო მუშაობა დაღესტნის მთავრობაში, ჯერ დაღესტნის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1983 წლის მაისიდან რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ.
1987 წლის აგვისტოში, მე-11 მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეექვსე სესიაზე მაგომედალი აირჩიეს დაღესტნის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ.[1] 1990 წელს ის აირჩიეს დაღესტნის ასსრ-ის სახალხო დეპუტატად. 1990 წლის 24 აპრილს დაღესტნის ასსრ სახალხო დეპუტატთა პირველ ყრილობაზე ის აირჩიეს დაღესტნის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის დეკემბერში მაგომედალი გახდა ფედერაციის საბჭოს ერთ-ერთ წევრი დაღესტნის ორმანდატიანი ოლქის მე-5 ოლქისთვის.
1994 წლის 26 ივლისს ის აირჩიეს დაღესტნის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ. 1996 წლის იანვარში ის კვლავ გახდა ფედერაციის საბჭოს წევრი. 1996 წლის 22 მარტს დაღესტნის რესპუბლიკის საკონსტიტუციო ასამბლეამ მაგომედალს სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილება 1998 წლის 26 ივლისამდე გაუხანგრძლივა. იმავე წელს დაღესტნის რესპუბლიკის საკონსტიტუციო კრებამ ხელახლა აირჩია მაგომედალი დაღესტნის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ.
2000 წლის 2 სექტემბრიდან 2001 წლის 12 მარტამდე ის იყო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.[2][3] 2002 წლის ზაფხულში დაღესტნის რესპუბლიკის საკონსტიტუციო ასამბლეის გადაწყვეტილებით მეგამედალი ხელახლა აირჩიეს დაღესტნის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ. 2006 წლის 16 თებერვალს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, მან განაცხადა ვადამდელი გადადგომის შესახებ.
2019 წელს ის დასახელდა რუსეთის ფედერაციის შრომის გმირად.
გარდაიცვალა 2022 წლის 4 დეკემბერს, 92 წლის ასაკში.[4]
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)