მაირა მუხამედკიზი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 5 სექტემბერი, 1965 (59 წლის) |
დაბ. ადგილი | Yining |
საიტი | mairakerey.com |
მაირა მუხამედკიზი ( ყაზახ. Mayra Mukhamedkyzy, დ. 5 სექტემბერი, 1965, ინინი, ჩინეთი) — ყაზახი საოპერო მომღერალი (სოპრანო), ასევე ცნობილია მხატვრული ფსევდონიმით მაირა კერეი. ყაზახეთის სახალხო არტისტი (2024), ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2008), „ოტანის“ ორდენის მფლობელი (2020). პარიზის დიდი ოპერის პირველი ყაზახი სოლისტი (2003-2005).[1] არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.
მაირა მუხამედიკი დაიბადა 1965 წლის 5 სექტემბერს ინინში და გაიზარდა ჩინეთში. მისი ბაბუები, მშიერ 1930-იან წლებში, ყაზახეთის სტეპებიდან ემიგრაციაში წავიდნენ ჩინეთში, გაექცნენ საბჭოთა ხელისუფლების ტირანიას. მუსიკოსმა მშობლებმა (მამა ცნობილი კომპოზიტორი და ყაზახური ხალხური სიმღერების კოლექციონერი ჩინეთში, დედა გამოჩენილი მომღერალი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო არტისტი) ასწავლეს მას ფორტეპიანოზე დაკვრა და სიმღერა და ის ჩაირიცხა ადგილობრივ მუსიკალურ სკოლაში. მისი მამა ოცნებობდა, რომ მაირა ოპერის მომღერალი გამხდარიყო და სამშობლოში დაბრუნებულიყო[1]1987 წელს დაამთავრა ჩინეთის ცენტრალური სახალხო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტი, შემდეგ კი პეკინის კონსერვატორია (პროფესორ გუო შუ ჯენის კლასი). 1987 წლიდან მაირა აქტიურად ატარებს კონცერტებს ქვეყნის მასშტაბით და მონაწილეობას ღებულობს ჩინურ „ოქროს დრაკონის“ ვოკალურ კონკურსებში (4-ჯერ გახდა გამარჯვებული, რამდენჯერმე ლაურეატი) და ასევე ასწავლიდა უნივერსიტეტში ექვსი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ ჩინეთიზებული პეკინის ოპერა წელიწადში მხოლოდ ორ ევროპულ საოპერო სპექტაკლს დგამდა და იქ წინსვლის პერსპექტივა ფაქტიურად არ იარსებობდა.
1991 წელს მაირა ქმართან, აქსანთან ერთად, მოსკოვში გაემგზავრა და მოსკოვის კონსერვატორიაში გაიარა აუდიენცია. მას მაშინვე გაუწიეს რეკომენდაცია ასპირანტურაში. მაგრამ უკვე შემდგარი საოპერო მომღერალი ჩინეთიდან არ გამოუშვეს.[2]
1994 წელს მაირა კვლავ აღმოჩნდა მოსკოვში, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოლისტი ჩაიკოვსკის კონკურსზე, საიდანაც იგი ფაქტიურად გაიქცა ყაზახეთში, მის ისტორიულ სამშობლოში. მაგრამ მან ყაზახეთის მოქალაქეობა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მიიღო, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნაზარბაევთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესთან ცზიან ცზემინთან შეხვედრის წყალობით, მოგვიანებით კი მოახერხა მთელი ოჯახის სამშობლოში დაბრუნება.
მაირა თავისუფლად ფლობდა მშობლიურ ყაზახურ და ჩინურ ენებს, მაგრამ არ იცოდა არცერთი სიტყვა რუსულად, ასევე იტალიურად და ფრანგულად, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო კლასიკის მთავარი ოპერები სრულდება ამ ენებზე. მაგრამ ის ოცნებობდა გამხდარიყო ცნობილი საოპერო მომღერალი და გამოსულიყო მოსკოვის ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსზე. ალმა-ათაში მან დაიწყო სტაჟირება (1994-1996) ყაზახეთის ეროვნულ კონსერვატორიაში პროფესორ ნადია შარიპოვასთან. ის რამდენიმე წელი ქმართან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
1995 წელს მაირა სანქტ-პეტერბურგში ნ.რიმსკი-კორსაკოვის სახელობის ახალგაზრდა ოპერის მომღერალთა I საერთაშორისო კონკურსზე დაჯილდოვდა სპეციალური დიპლომით. 1996 წელს მან გაიარა მოსმენა და გახდა ალმა-ათას ოპერისა და ბალეტის ნაციონალური თეატრის ერთ-ერთი სოლისტი.
ასევე 1996 წელს, ალმა-ათაში გამართულ გალა მიღებაზე ჩინეთის პრეზიდენტის ცზიან ცზემინის პატივსაცემად ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, მაირამ იმღერა სიმღერა „ჩინეთი ჩემი სიყვარულია“ — ამ ქვეყნის არაოფიციალური ჰიმნი. გაოცებულმა ჩინეტის პრეზიდენტმა თქვა: „ბატონო ნაზარბაევ, თქვენი მომღერალი ჩინურად საუბრობს ყველაზე სუფთა ლიტერატურულ ენაზე. მე კი, ამ ქვეყნის მშობლიურ წარმომადგენელს, შანხაის აქცენტი მაქვს“.
1997 წელს მაირა მუხამედკიზიმ მიიღო მოწვევა პორტუგალიაში საოპერო სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე. მას სპონსორი არ ჰყავდა, მაგრამ თეატრის დირექტორი კ. ურაზგალიევი დაეხმარა ერთი ბილეთით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 66 შემსრულებელმა 17 ქვეყნიდან, მაგრამ მაირამ მოიგო გრანპრი და ფულადი პრიზი 10000 დოლარი (შედეგის გამოცხადების დღეს შიმშილისგან გონება დაკარგა). ასეთი გამარჯვების შემდეგ ქალაქის მერიამ მას გამოუყო ოროთახიანი ბინა ალმა-ათაში.
1998 წელს იგი ლიდერობდა ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსზე, მაგრამ დაიკავა მესამე ადგილი და პირველი ლაურეატი გახდა ყაზახეთიდან. რესპუბლიკაში მისი ნიჭი საბოლოოდ აღიარეს: დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა და საჩუქრად გადაეცა ხუთოთახიანი ბინა.
2002 წელს ფრანგმა იმპრესარიოებმა, მოისმინეს რა მისი პირველი დისკი „Coloratura arias“, მომღერალს შესთავაზეს ორწლიანი კონტრაქტი (2003-2005) პარიზის გრანდ ოპერაში (Pier Opera Paris). უკვე საფრანგეთში, მისი ნიჭის დასავლელი თაყვანისმცემლებისთვის მოხერხებული რომ ყოფილიყო მისი სახელის და გვარის წარმოთქმა, მან მიიღო ფსევდონიმი მაირა კერეი. ექვს თვეში ისწავლა სასაუბრო ფრანგული, შემდეგ იტალიური და ინგლისური და საკმაოდ კარგად დაიწყო საუბარი რუსულ ენაზე. 2005 წელს, პარიზში, მაირამ იქირავა ბინა, რომელშიც ამავე დროს ცხოვრობდა და მუშაობდა ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგო და იქ მან დაიწყო თავისი მემუარების წერა.
2011 წლის 6 თებერვალს მაირა გამოვიდა მეშვიდე აზიური ზამთრის თამაშების დახურვის ცერემონიაზე ალმა-ათაში. 2015 წლის დეკემბერში მაირა მიიწვიეს ასტანას ოპერაში, როგორც წამყვანი სოლისტი.[1]
მაირა ეთნიკურად ყაზახია ჩინეთიდან, მისი ქმარი აქსან ასხატ-ული კი ეთნიკურად ყაზახი შუა სამეფოდან. იგი ორგზის აზიის ჩემპიონი და ათგზის ჩინეთის ჩემპიონია მოტოკროსში. ამ დროისთვის აქსანმა დატოვა სპორტი და მომღერლის მენეჯერი გახდა. წყვილს ჰყავს ქალიშვილი აიდა.