მარი ანა ფოქსი | |
---|---|
| |
დაბადების თარიღი |
9 დეკემბერი, 1947 კანტონი, ოჰაიო |
გარდაცვალების თარიღი |
9 მაისი, 2021 (73 წლის) ოსტინი, ტეხასი |
ალმა-მატერი |
ნოტრე დამის კოლეჯი კლეველენდის შტატის უნივერსიტეტი დართმუზის კოლეჯი |
პროფესია | ქიმიკოსი, ადმინისტრატორი |
საქმიანობა |
სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეშვიდე კანცლერი[1] ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეთორმეტე კანცლერი |
მეუღლე(ები) | ჯეიმზ კ. უაიტსელი |
მარი ანა ფოქსი (დ. 9 დეკემბერი, 1947 — გ. 9 მაისი, 2021) — ფიზიკური ორგანული ქიმიკოსი და უნივერსიტეტის ადმინისტრატორი. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც როლის ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტში აღმასრულებელი მეთაურის თანამდებობა დაიკავა. 2004 წლის აპრილში ფოქსი სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის კანცლერი გახდა. 2010 წელს მან მეცნიერების ეროვნული მედალი მიიღო.
ფოქსი დაიბადა კანტონში, ოჰაიოს შტატში. დაამთავრა ნოტრ-დამისა და დართმუზის კოლეჯები, ქიმიის მიმართულებით. 1977 წელს შეუერთდა ტექსასის უნივერსიტეტის ფაკულტეტს, 1994 წელს კი ამავე უნივერსიტეტის კვლევის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
ფოქსი იყო ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სამეცნიერო კვლევითი საზოგადოება „Sigma Xi-ის“ პრეზიდენტი. 1969 წელს ნოტრ-დამის კოლეჯის დასრულების შემდეგ მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, დართმუზის კოლეჯის დასრულების შემდეგ კი 1974 წელს ფილოსოფიის დოქტორი გახდა. მოგვიანებით, 1998 წელს ფოქსი ჩრდილოეთ კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის მეთორმეტე კანცლერი გახდა. ის უნივერსიტეტის პირველი ქალი აღმასრულებელი მეთაური იყო 2004 წლის ივლისამდე.[2]
ჯორჯ ბუშის გუბერნატორობის პერიოდში ტეხასში ფოქსი ბუშის მეცნიერების დარგის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
ფოქსი დაქორწინებული იყო ქიმიის პროფესორ ჯეიმზ უაიტსელზე. ისინი ხუთი შვილს ზრდიდნენ, საკუთარი წინა ქორწინებებიდან.
გარდაიცვალა 2021 წლის 9 მაისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.[3]
სამეცნიერო პოსტები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ლარი მონტეი |
ჩრდილოეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კანცლერი | შემდეგი: რობერტ ბერნატი |
წინამორბედი: რობერტ დინსი |
სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის კანცლერი | შემდეგი: პრედიპ ხოსლა |
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)