ნატალია ნეგოდა | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | ნატალია ნეგოდა |
დაბადების თარიღი |
12 ნოემბერი 1963 მოსკოვი, რუსეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1987–დღემდე |
ნატალია ნეგოდა (რუს. Негода, Наталья Игоревна; დ. 12 ნოემბერი 1963, მოსკოვი) — საბჭოთა და ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი. ყველაზე მეტად პოპულარობა მოუტანა ფილმმა „პატარა ვერა“.
ნატალია ნეგოდა დაიბადა 1963 წლის 12 ნოემბერს, მოსკოვში, რეჟისორ თამარა პავლიუჩენკოს ოჯახში. 1986 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო თეატრი. 1986-1988 წლებში მუშაობდა მოსკოვის ახალგაზრდულ თეატრში. 1987 წელს შედგა მისი დებიუტი ფილმში „ხვალ ომი იქნება“. 1988 წელს გამოვიდა საბჭოთა ფილმი „პატარა ვერა“, რომლის შემდეგ ნატალია ნეგოდა გახდა სექს-სიმბოლო.
1980-იანი წლების ბოლოს მონაწილეობა მიიღო ამერიკული ჟურნალის — „Playboy“-ის ფოტოსესიაში. 1990-იანი წლების დასაწყისში ნეგოდა აშშ-ში გაემგზავრა, იქ ცოლად გაჰყვა რუს ემიგრანტს. აშშ-ში ცხოვრებისას მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში. ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. 2009 წელს ითამაშა ფილმში „დაირა, დოლი“.
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1987 | ფ | ხვალ ომი იქნება | Завтра была война | ზინა |
1988 | ფ | უცნობის ავტოპორტრეტი | Автопортрет неизвестного | ვერა |
1988 | ფ | პატარა ვერა | Маленькая Вера | ვერა |
1989 | ფ | ქალაქ სოჭის ბნელი ღამე | В городе Сочи тёмные ночи | ლენა |
1991 | ფ | უკან საბჭოთა კავშირში | Назад в СССР | ლენა |
1992 | ფ | ზაფხულის მეგობრები | Летние товарищи/The Comrades of Summer | ტანია |
1993 | ს | კანონი და წესრიგი | Law & Orde | ირინა |
1996 | ფ | ყოველი წუთი გამომშვიდობებაა | Every Minute Is Goodbye | ნადია |
2009 | ფ | დაირა, დოლი | Бубен, барабан | კატია |
2018 | ფ | ვან გოგები | Ван Гоги | ტანია |