ნიკოლა ხრისტიჩი | |
---|---|
სერბ. Никола Христић | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 10 აგვისტო, 1818 |
დაბადების ადგილი | Sremska Mitrovica |
გარდაცვალების თარიღი | 26 ნოემბერი, 1911 (93 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბელგრადი |
მოქალაქეობა |
სერბეთის სამთავრო სერბეთის სამეფო[1] |
ეროვნება | სერბები[1] |
![]() | |
ნიკოლა ხრისტიჩი (სერბ. Никола Христић, დ. 10 აგვისტო, 1818, სრემსკა-მიტროვიცა, სამხედრო საზღვარი — გ. 26 ნოემბერი, 1911, ბელგრადი) — სერბი დიპლომატი და პოლიტიკოსი, სერბეთის სამთავროს პრემიერ-მინისტრი, მას სამჯერ ეკავა მთავრობის მეთაურის თანამდებობა სერბეთის სამეფოში.
ნიკოლა ხრისტიჩი დაიბადა 1818 წლის 10 აგვისტოს სრემსკა-მიტროვიცაში. ის სწავლობდა ვენაში, შემდეგ კი პარიზში.[2]
1858 წელს ხრისტიჩი დაინიშნა სერბეთის სამთავროს სახელმწიფო საბჭოს წევრად.[2]
1859 წელს იგი გახდა სერბეთის პრინც მილან ობრენოვიჩის მდივანი.[2]
1860 წლის შემდეგ იგი რამდენჯერმე იყო სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1870-1873 წლებში იყო სერბეთის ელჩი კონსტანტინოპოლში, 1873-1874 წლებში — მინისტრი ხალხური განათლების საკითხებში, ხოლო 1878-1883 წლებში იყო სერბეთის ელჩი ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ ვენაში და ბოლოს ლონდონში.[2]
ხრისტიჩი იყო კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელი, რომელიც, მიუხედავად მისი მცირე რიცხოვნობისა, 1870-1880-იან წლებში საკმაოდ დიდი გავლენებით სარგებლობდა. იგი ერთგულად ემსახურებოდა ობრენოვიჩების დინასტიას, განსაკუთრებით კი მეფე მილან ობრენოვიჩს, და მზად იყო ყველა მისი სურვილის ასრულებისთვის, არ ჩიოდა არც კანონიერებას, არც ჰუმანურობას და არ ერიდებოდა საერთო მრისხანებას, რომელსაც ის იწვევდა საკუთარი პიროვნებით. თუმცა ეს მრისხანება სტანდარტულად აშინებდა თვით მილანს, და მისი ერთგულ მხარდამჭერს ნიშნავდა წამყვან თანამდებობებზე, მხოლოდ კრიტიკულ მომენტებში.[2].
1883 წლის ოქტომბერში, როდესაც ქვეყანა თითქმის მზად იყო აჯანყებისთვის, ამ მომენტში ხრისტიჩი იყო უკანასკნელი საყრდენი ხელისუფლებისთვის. იგი სასწრაფოდ გამოიწვიეს ლონდონიდან, რომელმაც ახალი მინისტრთა კაბინეტი შექმნა. ამ კაბინეტმა გამოაცხადა ქვეყნაში საომარი მდგომარეობა, სწრაფად ჩააქრო აჯანყება და განახორციელა სასამართლო პროცესი, რომლის მიხედვითაც 94 ადამიანს სიკვდილის განაჩენი, ხოლო 800 ადამიანს — სხვა სასჯელები გამოუტანა (თუმცა, არც ერთი ადამიანი არ ყოფილა დასჯილი). 1884 წლის თებერვალში ხრისტიჩი გადადგა თანამდებობიდან, რადგან საჭიროება აღარ არსებობდა, და მას შემდეგ ხელმძღვანელობდა სახალხო ბანკს.[2]
1888 წელს, როდესაც მილან ობრენოვჩის მთავრობა იმყოფებოდა დასასრულის პირას, ხოლო თავად მილანმა აღიარა კომპრომისების აუცილებლობა, მან კვლავ ხრისტიჩს დაავალა ახალი კაბინეტის ჩამოყალიბება იმ იმედით, რომ ის შეძლებდა მისი ხელისუფლების გადარჩენას. თუმცა ეს იმედი არ გამართლდა. არჩევნები სკუპშტინაში, ხრისტიჩის გუნდის მიერ ფართო მასშტაბის გაყალბების მიუხედავად, რადიკალური პარტიის გამარჯვებით დასრულდა. თავად ხრისტიჩმა, მილანის დაჟინებით, 1888 წლის დეკემბერში ახალი კონსტიტუცია ჩაიბარა და 1889 წლის იანვარში გადადგა. მისი ადგილი სავა გრუიჩმა დაიკავა, რომელსაც ახალი კონსტიტუციის რეალიზაცია დაევალა. [2]
1894 წლის 9 მაისს (ძველ კალენდარით), როდესაც მეფე ალექსანდრე ობრენოვიჩმა სახელმწიფო გადატრიალება განახორციელა, რამაც 1889 წლის კონსტიტუცია გააუქმა, ნიკოლა ხრისტიჩი დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ მას დაავალეს მთავრობის ჩამოყალიბება. ქვეყნის მართვის პერიოდში მან მასობრივი დაპატიმრებები მოაწყო, სამართლიანობის სრული უგულებელყოფით რამდენიმე პოლიტიკური პროცესი ჩაატარა, გაზეთების ნომრებს განუწყვეტლად კონფისკაციას უკეთებდა, თვითნებურად ხსნიდა ქალაქის და თემის საბჭოებს და ა.შ. მიუხედავად ამისა, ის ვერ გაუმკლავდა სერბეთის ფინანსურ კრიზისს. 1895 წელს ის გადადგა და კვლავ დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ.[2] 1901 წელს ნიკოლა ხრისტიჩიმ საბოლოოდ დატოვა დიდი პოლიტიკა.
ნიკოლა ხრისტიჩი გარდაიცვალა 1911 წლის 26 ნოემბერს ბელგრადში.