სესილია დიმიტრის ასული თაყაიშვილი (დ. 17 სექტემბერი , 1906 , ბათუმი ― გ. 21 მაისი , 1984 , თბილისი , საქართველოს სსრ , სსრკ ) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1950 ), სსრკ სახალხო არტისტი (1966 ).
1926 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში . 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.
თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური სამსახიობო ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული სამსახიობო ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე (დადიანი „ნინოშვილის გურია“), გვირისტინე (კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიუზონი (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), კატარინა (შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“), ელისაბედ დედოფალი (შილერის „მარია სტიუარტი“) და სხვა.
თაყაიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.
1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას („ჭირვეული მეზობლები“ , 1949), ვასასის („ჩვენი ეზო“ , 1956), ელპიტეს („საბუდარელი ჭაბუკი“ , 1956), ოლღას („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ , 1962), ბორდოხანის („დიდოსტატის მარჯვენა“ , 1969), მარადიას („ნატვრის ხე“ , 1977), ასინეთას („დათა თუთაშხია“ ) და სხვა როლები.
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში .
კადრი ფილმიდან:„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
სესილიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო მარჯანიშვილის თეატრში
1945 : „ჭირვეული მეზობლები“ (მანანა — გრამიტონის ცოლი) რეჟ. შოთა მანაგაძე
1948 : „ქეთო და კოტე“ (თავადის ქალი) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი , შალვა გედევანიშვილი
1954 : „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
1956 : „ჩრდილი გზაზე“ რეჟ. დავით რონდელი
1956: „ჩვენი ეზო“ (ვასასი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
1956: „აბეზარა“ (სესილია) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
1958 : „საბუდარელი ჭაბუკი“ (ელპიტე) რეჟ. შოთა მანაგაძე
1958: „მანანა“ (ბებია) რეჟისორები ზაქარია გუდავაძე , შალვა მარტაშვილი
1958: „სხვისი შვილები“ (ელისაბედი) რეჟ. თენგიზ აბულაძე
1960 : „კარდაკარ“ (ეფროსინე) რეჟისორები ოთარ აბესაძე , მერაბ კოკოჩაშვილი
1962 : „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (ოლღა ბებო) რეჟ. თენგიზ აბულაძე
1962: „თოჯინები იცინიან“ (ნუცა) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
1965 : „ჯილდო“ (ნოველა კინოალმანახში „წარსულის გვერდები“) (დედა) რეჟ. გიორგი შენგელაია
1965 : „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (ლიზა) რეჟ. დავით რონდელი
1965: „მე ვხედავ მზეს“ (აკვირინე) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
1965: „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (საშიკო კანდელაკი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
1967 : „მალე გაზაფხული მოვა“ (მარიამი) რეჟ. ოთარ აბესაძე
1967 : „ქალაქი ადრე იღვიძებს“ (მარიამი) რეჟ. სიკო დოლიძე
1968 : „არ იდარდო!“ (დეიდა დომნა) რეჟ. გიორგი დანელია
1968: „ფერისცვალება“ (მოხუცი ქალი) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
1969: „ფილატელისტის სიკვდილი“ (დედა) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
1969 : „დიდოსტატის მარჯვენა“ (ბორდოხანი) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე
1970 : „ჩამავალი მზე“ (ნატალია) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
1970: „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი“ (ვერიკო) რეჟ. ოთარ აბესაძე
1972 : „როცა აყვავდა ნუში“ (ბებია ვარო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
1972: „ნერგები“ (ციცინო) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
1973 : „ბებერი მეზურნეები“ (ნუცა) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
1973: „მე და ჩემი მეზობლები“ რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
1973: „მზე შემოდგომისა“ (თამარი) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
1975 : „არ დაიჯერო, რომ აღარ ვარ“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
1975: „ჩიტის რძე“ (ბებია) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
1976 : „ქალაქი ანარა“ (მინადორა) რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
1976: „ნატვრის ხე“ (მარადია) რეჟ. თენგიზ აბულაძე
1977 : „ესკულაპეს მოწაფე“ რეჟ. ოთარ აბესაძე
1978 : „დათა თუთაშხია“ (ასინეთა) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე , გურამ (გიზო) გაბესკირია
1978: „ყვარყვარე“ რეჟ. დევი აბაშიძე
1979 : „მეცამეტე გოჭი“ (მართა) რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
1979: „ქორწინება იმერულად“ (თებროლე) რეჟისორები ნელი ნენოვა , გენო წულაია
1979: „ძახილი“ (ბებია – იულია) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
1984 : „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (ბუღალტერი) რეჟ. ელდარ შენგელაია
არსებობს ვარაუდი, რომ ჯგუფ პინკ ფლოიდის ვიდეკლიპში Money , ერთ-ერთ კადრში გამოყენებულ ასაკოვანი ქალბატონის ფოტოპორტრეტზე მსახიობია ასახული.[ 1] [ 2] [ 3]