ჰალი

ჰალი
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1837(1837-01-01)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი პანიპატი
გარდაცვალების თარიღი 31 დეკემბერი, 1914(1914-12-31) (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი პანიპატი
საქმიანობა პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი, მკვლევარი და მწერალი
ენა ურდუ ენა
მოქალაქეობა დიდ მოგოლთა იმპერია
 ბრიტანეთის ინდოეთი
Magnum opus Yadgar-e-Ghalib, Hayat-i-Javed და Muqaddama-e-Sher-o-Shairi
გავლენა მოახდინეს

ჰალი (ურდუ الطاف حسین حاؔلی, Alṭāf Ḥusain Ḥālī, ნამდვილი სახელი ალტაფ ჰუსეინი; დ. 1837, პანიპატი — გ. 31 დეკემბერი, 1914, იქვე) — ინდოელი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე, მირზა ღალიბის ბოლო მოწაფე. საგანმანათლებლო მოძრაობის ერთ-ერთი მოთავე. წერდა ურდუ ენაზე. შეისწავლა არაბული და სპარსული ლიტერატურა, ანტიკური ფილოსოფია. წერა ღაზალებით დაიწყო. მისი ლექსების უმრავლესობა გამოქვეყნებულია "ჰალის დივანში". სახელი გაითქვა თხზულებით "ისლამის მოქცევა და უკუქცევა" (1879) ანუ "ჰალის მუსადასები". აღსანიშნავია მისი "ინდოეთის ჩივილი" (1886), "დუმილის მისაგებელი" (1905), "ლმობიერებისა და სამართლისნობის გასაუბრება". ჰალის ესთეტური შეხედელებანი, რომელთაც დღემდე არ დაუკარგავთ მნიშვნელობა, ჩამოყალიბებულია მის "პოეზიის შესავალში" (1893), ჰალის თხზულებები "საადის ცხოვრება" (1884), "ძეგლი ღალიბს" (1897), "სამარადისო ცხოვრება" (1901) და სხვები საფუძვლად დაედო ლიტერატურათმცოდნეობის განვითარებას ურდუს ლიტერატურაში.

ჰალი ლექსის ნოვატორია. შექმნა ერთი აზრით შეკრული ღაზალი. უარყო ლექსში რედიფის აუცილებლობა. მისი დამახასიქთებელი თვისებაა ენის უბრალოება, აზრის სიღრმე, სტილის სიახლე.

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Swartz A. Open Library — 2007.
  3. Faceted Application of Subject Terminology
  4. Encyclopædia UniversalisEncyclopædia Britannica, 1968.
  5. Trove — 2009.