Cemeteries of London

„Cemeteries of London“

Cemeteries of London
სიმღერაColdplay
ალბომიდან Viva la Vida or Death and All His Friends
გამოსვლის თარიღი 11 ივნისი 2008
ჩაიწერა 2007-2008
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 3:21
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI/Parlophone/Capitol
ავტორ(ებ)ი ბაკლენდი/ჩემპიონი/მარტინი/ბერიმენი
კომპოზიტორი ბაკლენდი/ჩემპიონი/მარტინი/ბერიმენი
პროდიუსერი ბრაინ ინო, მარკუს დრავსი, რიკ სიმფსონი
Viva la Vida or Death and All His Friendsსიმღერები
  1. Life in Technicolor
  2. Cemeteries of London
  3. Lost!
  4. 42
  5. Lovers in Japan/Reign of Love
  6. Yes
  7. Viva La Vida
  8. Violet Hill
  9. Strawberry Swing
  10. Death and All His Friends

Cemeteries of London (ინგლ. ლონდონის სასაფლაოები) - ჯგუფ Coldplay-ს რიგით მეორე სიმღერა 2008 წლის ალბომიდან Viva la Vida or Death and All His Friends. სიმღერა თავისი განწყობით ჯგუფის სხვა კომპოზიციებთან შედარებით საკმაოდ ბნელია.

სიმღერა დაიწერა სხვადასხვა ამბის, ძირითადად - მოჩვენებების, შუასაკუნოვანი კუდიანების ლეგენდებისა და კომიქსების გავლენით. ძირითადად, გადაწყდა სიმღერაში ძველი ლონდონის ატმოსფეროს გადმოცემა. "Cemeteries of London" დაიწერა ხალხური და ესპანური მუსიკის გავლენით. უილ ჩემპიონი ამას ერთ-ერთ ინტერვიუში ადასტურებდა: "ჩემთვის ეს არის ხალხური სიმღერა...სტრუქტურულად".[1]

სიმღერა დაიწერა მას შემდეგ, რაც პროდიუსერმა მარკუს დრავსმა ჯგუფი დაადანაშაულა იმაში, რომ ახალი სიმღერები არის “კარგი, მაგრამ ჯერ არის დიდებული“. კრის მარტინი: "ჯანდაბას. და მეორე დღეს მოვიტანე და დავუკარი Cemeteries Of London.”

Entertainment Weekly-ში გამოქვეყნდა სტატია ახალი ალბომის შესახებ, სადაც გაი ბერიმენის სიტყვები იქნა მოყვანილი: "როდესაც წარმოვიდგენ რამე სიმღერას, მე წარმოვიდგენ 1850 წლის ლონდონს, ბევრ წვიმას და მამაკაცებს ცილინდრებით".[2]

  1. http://www.youtube.com/watch?v=DAf1vhyVZME&feature=related
  2. „Summer Music Preview: 14 Hot CDs“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 26 July 2010.