ავთანდილ მახარაძე | |
---|---|
ავთანდილ მახარაძე | |
დაბადების თარიღი |
16 ივლისი, 1943 ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1965-დღემდე |
ავთანდილ (ავთო) ივანეს ძე მახარაძე (დ. 16 ივლისი 1943, ბათუმი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1987).
ავთანდილ მახარაძემ 1965 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ა. თავზარაშვილის სახელოსნო). 1965–1966 წლებში მოღვაწეობდა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში. 1966 წლიდან მუშაობს რუსთაველის თეატრში. განსაკუთრებული როლებიდან აღსანიშნავია: აბიბო (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“), ბუხუტი (ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“), ბორის გოდუნოვი (ალექსეი ტოლსტოის „ივანე მრისხანის სიკვდილი“), ტიბალტი (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), მოამბე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), მეფე ედუარდ IV, კენტერბერის არქიეპისკოპი, მასხარა (უილიამ შექსპირის „რიჩარდ მესამე“), გლოსტერი (უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“) და სხვა. მონაწილეობს ქართულ და საზღვარგარეთის კინოფილმებში.[1]
საერთაშორისო აღიარება მოიპოვა აბელ და ვარლამ არავიძეების ვირტუოზულად განსახიერებული როლებით (თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“). შესრულებული როლისთვის ფილმში „მონანიება“ მიენიჭა ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდო და ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის (1987) და პრემია „ნიკა“ საუკეთესო მსახიობი კაცისთვის (1987). შესრულებული როლისთვის ფილმში „გარეშე“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა „ოქროს არწივი“ (1993).[2] აგრეთვე მოპოვებული აქვს პრიზი პირველი საერთაშორისო ევრაზიული კინოფესტივალი „ახალი კინო XXI საუკუნე“, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „ნაციონალური ბომბი“.[1] აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ავთანდილ მახარაძემ შეასრულა იოსებ სტალინის როლი BBC-ის სატელევიზიო ფილმში „არხანგელი“, სადაც მასთან ერთად ითამაშა დენიელ კრეიგმა. 2013 წელს ავთნდილ მახარაძეს მიენიჭა საპატიო ბათუმელის წოდება.
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)