ბეთქილ შუკვანი (თურქ. Bekir Özlü; დ. 30 აგვისტო, 1988, მესტია) — ქართველი ძიუდოისტი (60 კგ). ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილე [2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშებისა (საქართველოს სახელით, მეორე წრე)[1] და 2016 წლის რიო-დეჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე (თურქეთის სახელით)]. ევროპის ჩემპიონი (2007, გუნდური ჩათვლა),[1] ევროპის ვიცე ჩემპიონი (2011),[2] ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2006). კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2004), რიო-დეჟანეიროს გრანს სლემის ჩემპიონი (2012), გრან პრის ორგზის ჩემპიონი და ექვსგზის პრიზიორი.[3] შვიდგზის მსოფლიოსა და ევროპის თასის ჩემპიონი და ექვსგზის პრიზიორი. არის გალათასარაის გუნდის წევრი.[4] არის საქართველოს ჩემპიონი (2009), ექვსგზის პრიზიორი, მე-4 ისლამური სოლიდარობის თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2017),[5] ხმელთაშუა ზღვის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (2018), თურქეთის ჩემპიონი (2016). 2015 წლის შემდეგ გამოდის თურქეთის სახელით.[3]
დისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | წონითი კატეგორი | ადგილი |
---|---|---|---|---|
ძიუდო | სტამბოლი, თურქეთი | ევროპის ჩემპიონატი 2011 | -60 კგ | |
ძიუდო | მინსკი, ბელარუსი | ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2007 | -60 კგ |