გრენობლის მუზეუმი | |
---|---|
| |
45°11′40″ ჩ. გ. 5°43′56″ ა. გ. / 45.19450000° ჩ. გ. 5.73240000° ა. გ. | |
დაარსდა | 1798 |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | გრენობლი |
კლასიფიკაცია | სამხატვრო მუზეუმი |
ვიზიტორები | 176,457 [1] (2012) |
ოფიციალური საიტი | museedegrenoble.fr |
![]() |
გრენობლის მუზემი (ფრანგ. Musée de Grenoble) — სახვითი ხელოვნების და სიძველეების მუზეუმი, რეგიონ იზერში, საფრანგეთში.
მდებარეობს მდინარე იზერის მარცხენა ნაპირზე. ადგილი ცნობილია უძველესი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციებით. ომისშემდგომი პერიოდის მუზეუმის ერთ-ერთი კურატორის (ანდრი-ფარსი) წყალობით, იგი ითვლება საფრანგეთში თანამედროვე ხელოვნების პირველ მუზეუმად.
ყოველწლიურად აორგანიზებს ორ გამოფენას.
გრენობლის მუზეუმი დაარსდა 1798 წლის 16 თებერვალს, ლუი-ჯოზეფ ჯეის მიერ, საფრანგეთის სხვა პროვინციულ მუზეუმებამდე დიდი ხნით ადრე. [2] იმ დღეს, ადგილობრივი ადმინისტრაციის ბრძანებით იყო აღწერილი გრენობლში მუზეუმის შექმნა, რომელშიც მე-10 მუხლი ითვალისწინებდა, რომ „მოქალაქე ლუი-ჯოზეფ ჯეი დანიშნულია ამ მუზეუმის კურატორად“. [3]
1799 წლის დასაწყისში, ჯეიმ ნებართვა მოითხოვა, რათა ნახატები და სხვა ხელოვნების ნამუშევრები შეეგროვებინა.
ყოფილი საეპისკოპოსოს პირველი სართულის ოთხ დარბაზში განთავსებული 1800 წლის 31 დეკემბერს, მუზეუმს ჰქონდა 298 ხელოვნების ნიმუში, მათ შორის 177 ნახატი, 80 ნახატი ან გრავიურა და 45 ქანდაკება. თითოეულ დარბაზს თავისი სახელი ჰქონდა, პირველი, აპოლოს დარბაზი მიეძღვნა ფრანგი მხატვრების ნახატებს, მეორე დარბაზი მიეძღვნა იტალიურ და ფრანგულ სკოლებს, მესამე სალონს გლადიატორი ერქვა, და ბოლო დარბაზს ერქვა Hall of Venus de Medici, რომელიც ასახავდა ფლამანდური სკოლის ხელოვნებას.
მუზეუმი 1802 წლის 14 ივლისს გადაიტანეს ცენტრალურ სკოლაში, [4] რომელიც ამჟამად არის სტენდალის სკოლა ( Lycée Stendhal ). 1807 წლის 12 მარტს, მუზეუმი მუნიციპალურ მუზეუმად იქცა. [5] 1811 წლის 15 თებერვალს იმპერიის განკარგულების შედეგად, გრენობლის მუზეუმს გადაეცა 32 ფრანგული ნახატი.
1815 წელს, რესტავრაციის შედეგად, რამდენიმე ნახატი გაიფანტა, (57 ნახატი დაუბრუნდა მათ მფლობელებს, 11 გაქრა) მიუხედავად ამისა კოლექცია ზრდას განაგრძობდა. კოლექციას დაემატა ახალი შენაძენები, შემოწირულობები, მიუხედავად იმისა რომ შენობა 1844 წელს ერთხელ უკვე გაფართოებული იყო, საჭირო გახდა ახალი და უფრო დიდი შენობის აშენება.
არქიტექტორ ჩარლზ-ოგიუსტ კუსტელის მიერ დაპროექტებული ახალი შენობა გაიხსნა 1870 წელს, ვერდუნის მოედნის ახლანდელ ადგილზე. მუზეუმ-ბიბლიოთეკა, რომელსაც ასე უწოდებენ, რადგან მასში განთავსებული იყო გრენობლის მუნიციპალური ბიბლიოთეკა, არის საფრანგეთისა და ევროპის სამუზეუმო არქიტექტურის ერთ-ერთი უდიდესი მაგალითი.
მე-19 საუკუნის დასასრულს, გენერალმა ლეონ დე ბელიემ დაასრულა მუზეუმის კოლექცია ფრანცისკო ზურბარანის ოთხი ცნობილი ნახატის შეწირვით და განაგრძო შემოწირულობების ტრადიცია. 1895 წლიდან, 1910 წლის 15 ივლისამდე, შემთხვევით გარდაცვალებამდე, მან მუზეუმისთვის შეიძინა 50 ნახატი, 13 ფერწერა, 16 ქანდაკება, 13 არქეოლოგიის ნაწილი და ასობით მასალა შორეული აღმოსავლეთიდან. [6]
1920 წლიდან, 1947 წლამდე, პარიზის მუზეუმის გახსნამდე, გრენობლის მუზეუმი ითვლებოდა საფრანგეთის თანამედროვე ხელოვნების მთავარ მუზეუმად.
1982 წელს, პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა გამოაცხადა ახალი შენობის მშენებლობის გეგმის შესახებ. მომდევნო წელს გრენობლის ახალი მერი ალენ კარინიონი და კულტურის მინისტრი ჯეკ ლენგი შეთანხმდნენ ახალი შენობის იდეაზე და ადგილზე, რომელიც იყო ქალაქის ცენტრთან ახლოს. მშენებლობა 1990 წელს დაიწყო.
1994 წლის 30 იანვარს, ახალი შენობა, სადაც განთავსებულია კოლექციები, გახსნა პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ბალადურმა . მდებარეობს ქალაქის შუაგულში, მდინარე ისერის მოსაზღვრედ, ახალი მუზეუმი ძველზე სამჯერ უფრო დიდი იყო. მისი საერთო ღირებულება შეადგენდა 203 მილიონ ფრანგული ფრანკს (31 მილიონი ევრო).
ორმა კურატორმა განსაკუთრებული კვალი დატოვა მუზეუმის ისტორიაში: ლუი-ჯოზეფ ჯეი და ენდრი-ფარსი. პირველმა შექმნა და უზრუნველყო მუზეუმის არსებობა 1798 წლიდან 1815 წლამდე. [7]
ხელოვნების ისტორიის ბიბლიოთეკა ღიაა საზოგადოებისთვის ადგილზე კონსულტაციით. ბიბლიოთეკა ღიაა ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 2 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ის დახურულია ზაფხულის განმავლობაში.
ყოველწლიურად ტარდება ორი დიდი გამოფენა. ერთ-ერთ გამოფენაზე დაფიქსირდა რეკორდული ვიზიტორების რაოდენობა, 143,230 მნახველი, რომელმაც გადააჭარბა 2008 წლის საფრანგეთისა და ამერიკის იმპრესიონიზმის გამოფენის 98,000 ვიზიტორის რეკორდს. 2019 წელს, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით, ეგვიპტის ღმერთებს ემსახურება, ამ გამოფენას ჯამში 136, 127 ვიზიტორი ჰყავდა, რაც ასევე მნიშვნელოვანი გავლენაა მუზეუმის ისტორიაში.
საერთო ჯამში, 2000-იან წლებში მუზეუმის საშუალო წლიური მნახველების რაოდენობა იყო 180,000 ვიზიტორი.