ელგუჯა ბურდული | |
---|---|
![]() ფილმში „უძინართა მზე“ | |
დაბადების სახელი | ელგუჯა ბურდული |
დაბადების თარიღი |
1 აპრილი, 1941 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი | 5 მარტი, 2022 (80 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1974–2019 |
შვილ(ებ)ი |
ელგუჯა (გუჯა) ბურდული (დ. 1 აპრილი, 1941, თბილისი — გ. 5 მარტი, 2022) — ქართველი და საბჭოთა კინომსახიობი. ცნობილია მთავარი როლით თეიმურაზ ბაბლუანის ფილმიდან „უძინართა მზე“. თბილისის საპატიო მოქალაქე (2021).
იგი დაიბადა თბილისში 1941 წლის 1 აპრილს. მან ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საღამოს განყოფილებაზე და 1969 წლამდე სწავლობდა სამშენობლო ფაკულტეტზე. ის იყო მაშველი თბილისის ზღვაზე (1958–1969), საქართველოს სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი (1961–1964), აგს ოპერატორი (1964–1984). 1974 წლიდან აქტიურად თამაშობდა კინოში, 1984 წლიდან გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი.
„საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის“ აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით (2000). არის საქართველოს და რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის „ნიკა“-ს წევრი. ელგუჯა ბურდულს დარჩა სამი შვილი: