მერლე იაგერი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 19 ოქტომბერი, 1965[1] [2] (59 წლის) |
დაბადების ადგილი | ტალინი |
ფსევდონიმი | Merca |
საქმიანობა | მსახიობი, მწერალი, კინომსახიობი და პოეტი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემია |
ჯილდოები | Voldemar Panso Award და Ants Lauter Award |
მერლე იაგერი (ესტ. Merle Jääger, ასევე ცნობილი როგორც Merka (ესტ. Merca) — დ. 19 ოქტომბერი, 1965, ტალინი) — ესტონური ტელევიზიის, თეატრისა და კინოს მსახიობი, პოეტი და მწერალი.
თეატრის მუშაკთა კავშირის წევრი (1990 წლიდან). ესტონეთის მსახიობთა კავშირის წევრი (1993 წლიდან). ესტონეთის მწერალთა კავშირის წევრი (2000 წლიდან).
მერლე იაგერი დაიბადა 1965 წლის 19 ოქტომბერს ტალინში. სწავლობდა ტალინის 46-ე საშუალო სკოლაში და ტალინის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საშუალო სკოლაში.[3] მამაისი რკინიგზის მუშა იყო, დედა კი — ბუღალტერი.[4]
1983 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, იაგერი სწავლობდა სამსახიობო და თეატრალურ ხელოვნებას ტალინის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ახლანდელი ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემია), რომელიც დაამთავრა 1988 წელს. მისი მასწავლებლი იყო კალიუ კომისაროვი.[5]
მის თანაკლასელებს შორის იყვნენ მსახიობები ელმო ნაიგანენი, პირეტ კალდა, დაიან აჰმედი, კილი პალმსარი, რაივო ტამი, რაინ სიმული და ენ რეჰემანი.
ტალინის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, მერლი იაგერი, 1988 წელს, გარკვეული შესვენებებით, მუშაობდა მსახიობად ქალაქ ტარტუს „ვანემუინის“ თეატრში. 1987 წელს მისი სადიპლიმო ნამუშევარი იყო, პრინცი ჰამლეტის როლი უილიამ შექსპირის ოპერაში „ჰამლეტი“, რომელიც შეასრულა ტალინში, დომინიკელთა მონასტერში და ოლგა სერგეევნა პროზოროვას როლი ანტონ ჩეხოვის ოპერაში "სამი და" (1988 წელი), „უგალას“ თეატრში, ქალაქ ვილიანდში. მისი პირველი ორი როლი „ვანემუინის“ თეატრში იყო, ფლორესი რობერტ თომას სპექტაკლში „ხაფანგი მარტოხელა კაცისთვის“ და ლედი მაკდაფი უილიამ შექსპირის მაკბეტში. ორივე როლი ითამაშა 1988 წელს.[5] „ვანემუინის“ თეატრში კარიერის განმავლობაში იაგერი გამოდიოდა სხვადასხვა საერთაშორისო ავტორისა და დრამატურგის სპექტაკლებში, როგორიცაა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, ოსკარ უაილდი, რენე ჰაივეი, ვიტოლდ გომბროვიჩი, ჟან ანუილი, ბილიანა სრბლიანოვიჩი, შარლოტა ჯონსი, ტომ სტოპარდი, ართურ მილერი, ალგოტ უნტოლა, ედვარდ ოლბი, კლაივ სტეიპლს ლუისი, ჟიულ სტინი, ელდენ როშე , ბრაიან ფრიელი, ძმები შერმანი, ტიმ ფერტი, ანტონ ჩეხოვი, რობერტ ჯეიმს უოლერი, ინგმარ ბერგმანი, ველმა უოლისი, ჯონ ბოინტონ პრისტლი, კანდერ და ები და რეი კუნი. „ვანემუინის“ თეატრში დასამახსოვრებელ სპექტაკლებს შორის იყო როლები, დაწერილი ისეთი ცნობილი ესტონელი დრამატურგების და ავტორების მიერ, როგორებიც არიან კაუკსი ილე, ედუარდ ვილდე, ოსკარ ლუცი, ილმარ კულვეტი, ბერნარ კანგრო, ქეთი ვატმანი, მადის კივივი, ანდრუს კივირეჰკი, ანდრა ტეედე და მეელისი. ფილმმა რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო მიიღო და ესტონეთმა ოფიციალურად წარადგინა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ოსკარის 80-ე დაჯილდოებაზე.[6]
2006 წლიდან მერლე იაგერი ასევე თამაშობდა იუმორისტულ საზაფხულო სპექტაკლებში ქალაქ ტარტუს თეატრში. მან დაწერა ორი პიესა: „საუნი“ და „კოლხოოსი“, რომლებიც თეატრში დაიდგა 2008 და 2009 წლებში, შესაბამისად, თავად იაგერის მონაწილეობით.[7] იგი ასევე ხელმძღვანელობდა Taarka Heritage Theater-ს, სამოყვარულო თეატრალურ ჯგუფს, რომელიც დაარსდა სეტოს პოპულარიზაციისა და კულტურისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.[8]
მან ითამაშა რამდენიმე სატელევიზიო როლი. პირველი მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ითამაშა 1992 წელს, ორნაწილიან დრამატულ ფილმში „Soo“, ჰილდას როლია. ფილმი ეფუძნება ოსკარ ლუცის 1914 წლის ამავე სახელწოდების რომანს (თავდაპირველად სახელწოდებით Kirjutatud on...).[9] 2009 წელს კრიმინალურ ექვს ეპიზოდიან სერიალში „Kelk the Bloodhound“, მან ითამაშა მიას როლი. მერლე იაგერი ასევე გამოჩნდა რამდენიმე ესტონურ ტელესერიალში, მათ შორის: Office Revenge (2013), Pillow Club (2014) და Viimane võmm and Restart (2015).[4]
1988 წელს მერლი იაგერის დებიუტი შედგა რეჟისორი ელო ტუსტის მოკლემეტრაჟიან ფილმში „Noid“, მცირე როლით. მისი პირველი მნიშვნელოვანი როლი მხატვრულ ფილმში, იყო რეჟისორ კარენ კაერის 2005 წლის ისტორიულ კომედიაში „რაზმი“. მან შეასრულა მე-13 საუკუნის ესტონელი ლიდერის ლემბიტუს ცოლის, ლემბალას როლი. ამას მოჰყვა, ისტორიის მასწავლებლის როლი, რეჟისორ ილმარ რაგას ფილმ დრამაში "კლასი". გარდა ამისა, 2007 წელს იაგერი გამოჩნდა რეჟისორ კადრი კიუსაარის საოჯახო დრამატულ ფილმში „მაგნუსი“ ,სადაც ითამაშა დედის როლი. 2011 წელს ითამაშა რეჟისორი მარტ კივასტიკის დრამაში „ერთი ჩემი მეგობარი“, მსახიობ არნე-მატი უკსკულასთან ერთად. ასევე მისი მონაწილეობითაა მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმები: „Õnn tulb magades“ (2016), „Green Cats“ (2017) და „Homecoming 2: A Wedding and a Funeral“, რეჟისორ რენე ვილბრეტის 2016 წლის კომედია „Homecoming“-ის გაგრძელება.[10]
2019 წელს რეჟისორ ჰარდი ვოლმერის ისტორიულ კომედიაში, „იოჰანეს პიასუკეს ცხოვრება“,[11] ის გადაიღეს მე-20 საუკუნის დასაწყისის სეტოს ხალხური მომღერლის, ჰილანა ტარკის როლში.
გარდა ამისა, იაგერი ასევე გამოჩნდა უამრავ სტუდენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებში, მათ შორისაა ევას როლი 2006 წლის კომედიაში „Stranger - Save Valdis in 11 Chapters“ (რეჟისორი რასმუს მერივო).[12]
მერლე იაგერი არის თეატრის მუშაკთა კავშირის წევრი (1990 წლიდან) და ესტონეთის მსახიობთა კავშირის წევრი (1993 წლიდან).[13]
მერლე იაგერი არის ტარტუს საქალაქო საბჭოს წევრი და კულტურის კომიტეტის წევრი. წარსულში იგი იყო პარტია „სამშობლოს“ და ესტონეთის თავისუფალი პარტიის წევრი.[14][15]
მან 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ესტონეთის ევროპარლამენტის არჩევნებში, დამოუკიდებელი ესტონეთის პარტიის სიით, თუმცა უშედეგოდ, მან მხოლოდ 178 ხმა მიიღო.[16]
მერლე იაგერს ჰყავს ქალიშვილი ქორწინებიდან, რომელიც განქორწინებით დასრულდა. ის ამჟამად ურთიერთობაშია რეჟისორ იმრე ტუმეოკსთან. ოჯახი ცხოვრობს ფერმაში, ესტონეთის სოფელობინიჩეში, ვურუს ოლქში.[17][18][19]
მსახურობდა ესტონეთის შეიარაღებულ ძალებში. ის არის ესტონეთის თავდაცვის კავშირის აკადემიური განყოფილების წევრი ქალაქ ტარტუში.[20]2000 წელს ის გახდა ესტონეთის მწერალთა კავშირის წევრი.[4]