რაია დუნაევსკაია

რაია დუნაევსკაია
ინგლ. Raya Dunayevskaya
დაბადების თარიღი 1 მაისი, 1910(1910-05-01)[1] [2]
დაბადების ადგილი Yaryshiv
გარდაცვალების თარიღი 9 ივნისი, 1987(1987-06-09)[1] [2] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჩიკაგო
მოქალაქეობა  აშშ

რაია დუნაევსკაია (ინგლ. Raya Dunayevskaya, ფსევდონიმი ფრედი ფორესტი), დ. 1 მაისი, 1910 — გ. 9 ივნისი, 1987, ჩიკაგო, აშშ) — ამერიკელი მემარცხენე პოლიტიკური ფილოსოფოსი წარმოშობით რუსეთის იმპერიიდან, „მარქსისტული ჰუმანიზმის“ თეორეტიკოსი.

რაია დუნაევსკაია დაიბადა ქალაქ იარშევში, მაგილევსკის რაიონში, პოდოლსკის გუბერნიაში, რაბინის ოსიპ შპიგელის და ბრანა დუნევსკაიას ოჯახში. ის ოჯახში უმცროსი შვილი იყო, ჰყავდა ოთხი ძმა და ორი და. 1922 წელს, იგი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა მამამისთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ადრე დასახლდა ჩიკაგოს ერთ-ერთ ებრაულ კვარტალში.[3]

18 წლის ასაკში იგი გააძევეს შეერთებული შტატების კომუნისტური პარტიიდან, როგორც „ტროცკისტი“, რადგან ეწინააღმდეგებოდა დევნილობას. 1929 წელს, ბოსტონში, იგი შეუერთდა დამოუკიდებელ ტროცკისტთა ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფემინიზმის თვალსაჩინო ფიგურა, ანტუანა ბუჰგოლც-კონიკოვა. იგი თანამშრომლობდა „ოპოზიციის ბიულეტენში“. ამერიკელი ტროცკისტების ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე, 1937 წელს რაია გაჰყვა ტროცკის მექსიკაში, სადაც აპირებდა რუსულენოვანი მდივნის მომსახურების შეთავაზებას.

1937-1938 წლებში მუშაობდა მექსიკაში, მდივანისა და სტენოგრაფის პოზიციაზე ლეო ტროცკისთან. რაია დუნევსკაია მამამისისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ ჩიკაგოში დაბრუნდა. 1939 წელს მან გაწყვიტა ურთიერთობა ტროცკისტებთან, იმ მოტივით, რომ ტროცკი აგრძელებდა სსრკ-ს განხილვას მუშათა სახელმწიფოდ. მოგვიანებით, დუნაევსკაიამ განაცხადა, რომ მისი „ნამდვილი“ განვითარება ტროცკისტებთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ დაიწყო.[4]

მოგვიანებით იგი ცხოვრობდა აშშ-ში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა კომუნისტურ ორგანიზაციებში. 1940 წელს დუნაევსკაიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ამერიკის სოციალისტურ-მუშათა პარტიის (ინგლ. Socialist Workers Party) გაყოფაში, რამაც გამოიწვია მისი გამოყოფა პარტიიდან. მარქსის ადრეული ნამუშევრების („1844 წლის ეკონომიკური და ფილოსოფიური ხელნაწერები“) შესწავლის შემდეგ, 1942 წლისთვის დუნაევსკაია მივიდა დასკვნამდე, რომ საბჭოთა კავშირში სახელმწიფო კაპიტალიზმის არსებობა მცირედით განსხვავდება დასავლეთისაგან (მისგან დამოუკიდებლად ამ იდეის პროპაგანდას ხელი შეუწყო ბრიტანელმა ტროცკისტმა ტონი კლიფმა). მას სერიოზული წინააღმდეგობები ჰქონდა მის პარტიულ ამხანაგებთან, რომლებიც მხარს უჭერდნენ სსრკ-ში „ბიუროკრატიულ კოლექტივიზმს“. „მუშათა პარტიის“ შიგნით უთანხმოებამ განაპირობა დუნევსკაიასა და ჯეიმსის დაბრუნება სოციალისტურ- ლეიბორისტული პარტიის რიგებში, რომელიც მათ 1947 წელს დატოვეს.

ამასთან, 1951 წელს, კორეის ომის დროს, „ჯონსონ-ფორესტის ჯგუფმა“ კვლავ დატოვა SCP, რომელიც ქმნიდა „წერილების გამოქვეყნების კომიტეტს“ (Correspondence Publishing Committee). ამ პერიოდში, საერთაშორისო დონეზე, იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა საფრანგეთის მემარცხენე კომუნისტურ ჯგუფთან „სოციალიზმი ან ბარბაროსობა“, რომელმაც დაიკავა წამყვანი პოზიციები. ცივი ომის დროს, დუნაევსკაიას ჯგუფი, ისევე როგორც მრავალი სხვა ტროცკისტი დისიდენტი, კრიტიკული დარჩა დასავლეთის და აღმოსავლური ბლოკების მიმართ, იცავდა რა „მესამე ბანაკის“ სოციალისტების დამოუკიდებელ პოზიციას მუშათა კლასისა და საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობისთვის — „არც ვაშინგტონი და არც მოსკოვი“ (ან პეკინი).

დანუნევსკაიამ 1940 -იანი წლების ბოლოს შეერთებულ შტატებში არსებული მდგომარეობა განიხილა, როგორც რევოლუციური სიტუაცია და სოციალისტური რევოლუციის არარსებობა განმარტა, როგორც ახალი ტიპის პარტიის ლენინის მოძღვრების ახალი შეხედულების აუცილებლობის მტკიცებულება. 1949 წელს მაღაროელების სპონტანური გამოსვლების გამოცდილების საფუძველზე, 1951 წლისთვის დუნაევსკაიამ წარუდგინა მუშათა კლასის „სპონტანური რევოლუციონერის“ („სპონტანიზმის“) თეორია, რომელიც გარკვეულწილად, როზა ლუქსემბურგის და ანარქისტების განმეორებით მოსაზრებების იყო.

მისი მეუღლე იყო ჯონ დუიერის (1912-1989), პროფესიით ინჟინერი და სოციალისტური ორგანიზაციების აქტივისტი.[5]. მისი დები — ბესი გოგოლი (Bessie Spiegel Gogol, 1906-1996) და სონია შპიგელი (Sonia Spiegel, 1904-1988), ტროცკისტური ორგანიზაციების აქტივისტები იყვენე ლოს-ანჯელესში.

დუნასევსკაიას მთავარ ნამუშევრებად ითვლება ეგრეთ წოდებული „რევოლუციის ტრილოგია“: „მარქსიზმი და თავისუფლება: 1776 წლიდან დღემდე“ (1958), „ფილოსოფია და რევოლუცია: ჰეგელიდან სარტრიმდე და მარქსიდან მაომდე“ (1973) და „როსა ლუქსემბური, ქალთა თავისუფლება და მარქსისტული ფილოსოფია“.

ბოლო ნაშრომი რომელზეც დუნაევსკაია მუშაობდა, „ორგანიზაციის და ფილოსოფიის დიალექტიკა:„ პარტია“ და სპონტანური ორგანიზაციული ფორმები“, დაუმთავრებელი დარჩა. რაია დუნაევსკაიას დღიურები,სამართალწარმოება, წერილები და პუბლიკაციები ამჟამად დეტროიტის უნივერსიტეტის უოლტერ რეითერის ბიბლიოთეკაში ინახება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Eugene Gogol «Raya Dunayevskaya: Philosopher of Marxist-Humanism»
  4. Chicago Literary Review, "Marxist-Humanism, an Interview with Raya Dunayevskaya," p. 16.
  5. Некролог в The New York times. ციტირების თარიღი: 2017-09-29