სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ივლისი, 2018 – 1 აგვისტო, 2020
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ივლისი, 2014 – 15 ივლისი, 2018
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
წინამორბედიდავით დარახველიძე
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 22 ივლისი, 2014
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიგიორგი ტუღუში
მემკვიდრეგიორგი მღებრიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 სექტემბერი, 2004 – 17 სექტემბერი, 2009
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია, ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე, გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკა გილაური
წინამორბედითემურ ლომსაძე (მ/შ) ნანა დევდარიანი
მემკვიდრეგიორგი ტუღუში

დაბადებული4 ნოემბერი, 1964 (1964-11-04) (60 წლის)
ჭუბერი, მესტიის მუნიციპალიტეტი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო (2012-2022)
ხალხის ძალა (2022 წლიდან)
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სასულიერო აკადემია
პროფესიაისტორიკოსი, თეოლოგი, ჟურნალისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი
რელიგია

სოზარ სუბარი (დ. 4 ნოემბერი, 1964, ჭუბერი, მესტიის რაიონი) — ქართველი ისტორიკოსი, თეოლოგი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს სახალხო დამცველი (2004–2009), 2014 წლის 26 ივლისიდან 2018 წლის 15 ივლისამდე იყო საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე.

1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ხოლო 1995 წელს — თბილისის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ეკლესიაში დიაკვნად, საჯარო სკოლის დირექტორად, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის კორესპონდენტად და რედაქტორად, მოღვაწეობდა თავისუფლების ინსტიტუტში (2003–2004).

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და თბილისის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის ფაკულტეტი. სუბარი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თანამშრომელი. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში. 1989–1991 წლებში იყო დმანისის რაიონის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლის დირექტორი. 1988–1989 წლებში მსახურობდა დავითგარეჯის მონასტერში, 1990–1991 წლებში დმანისის სიონში, ხოლო 1991–1995 წლებში — თბილისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. 1995–2000 წლებში იყო გაზეთ "„ავკასიონის“ ჯერ კორესპონდენტი, ხოლო შემდეგ — რედაქტორი. ამავე პერიოდში მუშაობდა „რადიო თავისუფლების“, „რადიო თავისუფალი ევროპის“, ასევე ლონდონის „ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის“ კორესპონდენტად და „IREX“-ის კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორად.

2004–2009 წლებში იყო საქართველოს სახალხო დამცველი. აქტიურად აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას და მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილს ადამიანის უფლებების, სასამართლოს დამოუკიდებლობის და მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო.[1] სუბარმა სააკაშვილს ავტორიტარული სტილის მმართველი უწოდა, სააკაშვილმა კი მის აპარატს „პოლიტიზირებული“ უწოდა.[2][3] სუბარის მუშაობა სახალხო დამცველის პოსტზე ნაყოფიერად იქნა შეფასებული[4].

2008 წლის 30 ივნისს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს სახელით პრეზიდენტის მრჩეველმა თამარ კინწურაშვილმა და სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს სახელით სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ.[5] 2008 წლის 4 ივლისს სუბარმა განაცხადა რომ ქართულ ტელეკომპანიებს ხელისუფლება აკონტროლებდა.[6] 2008 წლის 30 სექტემბერს სოზარის ინიციატივით დაფუძნდა სახალხო მოძრაობა „თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის“.[7] 2008 წლის 30 დეკემბერს სუბარმა განაცხადა რომ რამდენიმე მაღალჩინოსანმა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განზრახ დაგეგმეს 7 ნოემბერს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის დაშლა, რისი მტკიცებულებებიც მას ჰქონდა, თუმცა გახმოვანებაზე უარი განაცხადა.[8]

2009 წელს აირჩიეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრად.

2009 წლის 22 სექტემბერს ის შეუერთდა პოლიტიკურ გაერთიანებას „ალიანსი საქართველოსთვის“, რომლის წევრებიც იყვნენ საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები და ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები. ალიანსის განაცხადებით, სუბარი მათი კანდიდატი იქნებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე 2010 წელს დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებში[9]. აპრილში მან განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებდა,[10] ხოლო არჩევნების შემდეგ ალიანსი დატოვა[11]

2010 წელს, სხვა პოლიტიკოსებთან (ეროსი კიწმარიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ოქრუაშვილი) ერთად, დააფუძნა ქართული პარტია. 2012 წლიდან არის ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრი. 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. იმავე წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა სასჯელაღსრულების მინისტრად.

2018 წელს დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად რეგიონული განვითარების საკითხებში.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამგორის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[12] 2022 წლის 28 ივნისს მიხეილ ყაველაშვილთან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად დატოვა „ქართული ოცნება“. პარტიის ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა შიდაპარტიული უთანხმოება საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხზე.[13]

2024 წლის არჩევნებისთვის სუბარი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეთერთმეტე ნომრად წარადგინეს. [14]

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Freedom House: ქართული მედიის თავისუფლება შემცირდა.
  2. სახალხო დამცველი „ავტორიტარიზმის“ დემოკრატიით შეცვლისკენ მოუწოდებს სივილ ჯორჯია. 26 სექტემბერი, 2008.
  3. სახალხო დამცველის ოფისის პოლიტიზაცია მოხდა — სააკაშვილი
  4. სოზარ სუბარს საუკეთესო სახალხო დამცველის შეფასებას აძლევენ
  5. ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე მემორანდუმი გაფორმდა
  6. სუბარი: ქართულ ტელეკომპანიებს ხელისუფლება აკონტროლებს
  7. სახალხო დამცველის ინიციატივით ახალი მოძრაობა დაფუძნდა
  8. სახალხო დამცველი 7 ნოემბერთან დაკავშირებით ახალ ბრალდებას აყენებს
  9. ალასანია თბილისის მერის არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას
  10. სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 აპრ.'10 / 14:32. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-25. ციტირების თარიღი: 2011-05-16.
  11. სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 მაი.'10 / 20:41. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-25. ციტირების თარიღი: 2011-05-16.
  12. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
  13. სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე ქართულ ოცნებას ტოვებენ. On.ge (2022-06-28).
  14. „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გიორგი ტუღუში
სასჯელაღსრულების მინისტრი
2012 - 2014
შემდეგი:
გიორგი მღებრიშვილი
წინამორბედი:
დავით დარახველიძე
საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
2014-2018
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმდა