ჯეფრი ზაქარიანი | |
---|---|
![]() | |
დაიბადა | 25 ივლისი, 1959 მასაჩუსეტსი, აშშ |
ეროვნება | სომეხი-ამერიკელი |
საქმიანობა | შეფი, ავტორი, ტელეწამყვანი |
ჯეფრი ზაქარიანი (დ. 25 ივლისი, 1959) — სომეხი-ამერიკელი შეფი, ტელეწამყვანი და ავტორი. ის არის რამდენიმე რესტორნის აღმასრულებელი შეფი, ნიუ-იორკში, ატლანტიკ სიტიში და მაიამიში. [1] ის მონაწილეობს საკვების ქსელის რამდენიმე სატელევიზიო გადაცემაში, მათ შორის Chopped და The Next Iron Chef, რომელთა გამოც, 2011 წელს მან მოიპოვა Iron Chef America-ში გაწევრიანების უფლება. [1]
ზაქარიანი დაიბადა 1959 წლის 25 ივლისს, ვორჩესტერში, მასაჩუსეტსის შტატში, სომეხი-ამერიკელი მამის, მუსიკოსის ჯორჯ ზაქარიანისა და პოლონელი ამერიკელი დედის, ვიოლას (ძე ჰეკოვიჩი) ოჯახში. [1] [2] [3] მას ჰყავს და, ვირჯინია და ძმა, ჯორჯი. [4] დაამთავრა ბერნკოტის საშუალო სკოლა 1977 წელს , მიიღო ეკონომიკის ხარისხი ვორესტერის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, შემდეგ კი გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც გადაწყვიტა შეფ მზარეული ყოფილიყო.
მან დაიწყო თავისი კულინარიული კარიერა ამერიკის კულინარიული ინსტიტუტის ასოცირებული ხარისხით, ჰაიდ პარკში, ნიუ-იორკში. დაიწყო მუშაობა შეფ დანიელ ბულუდის ხელმძღვანელობით, Le Cirque-ში, სადაც მას 1982 წლიდან 1987 წლამდე ეწოდა "შეფ დე კულინარია"
1990 წელს გახდა რესტორან 44-ის აღმასრულებელი შეფი. ეს რესტორანი ნიუ-იორკ ტაიმზმა აღწერა როგორც ტრენდული. მდებარეობს მანჰეტენის შუაგულში. 2001 წელს, უილიამ გრიმსმა, ნიუ-იორკ ტაიმზიდან, ზაკარიანი აღწერა როგორც „მიზეზი, რის გამოც რესტორანი 44 ყოველთვის უკეთესია, ვიდრე მას მოეთხოვება“. იქამდე, 1992 წელს, ნიუ-იორკ ტაიმზის კოლუმნისტმა, ბრაიან მილერმა, რესტორან 44-ს ორი ვარსკვლავი მიანიჭა.
მუშაობდა დელანოს სასტუმროს ლურჯ კარზე, მაიამიში , სამხრეთ სანაპიროზე. 1998 წელს ის გახდა რესტორანი Patron-ის აღმასრულებელი შეფი, რესტორანი მანჰეტენზე მდებარეობს, რესტორანი ნიუ-იორკ ტაიმზის კრიტიკოსმა, რუთ რაიხლმა განიხილა და მას 3 ვარსკვლავი (შესანიშნავი) მიანიჭა. 2000 წლის გაზაფხულზე, ზაქარიანი მუშაობდა ალენ პასარდთან, ცნობილ ფრანგ შეფთან ერთად მიშლენის სამ ვარსკვლავიან რესტორანში Arpège. [5]
მისი სტილი აღწერილია როგორც „თანამედროვე“ ფესვებით ფრანგულ სამზარეულოში, ან როგორც თავად აღწერს, „დინამიური ამერიკული“. ზაქარიანი ფლობდა ორ რესტორანს, Town-ს და Country-ს, ორივე მათგანი მანჰეტენზეა. ნიუ-იორკ ტაიმზმა ისინი 3 ვარსკვლავით შეაფასა. მისი რესტორანი Town მდებარეობდა მანჰეტენის აღმოსავლეთ ნაწილში, მანჰეტენზე, Chambers Hotel-ში და გაიხსნა 2001 წლის გაზაფხულზე, მაგრამ დაიხურა 2009 წელს. Country მდებარეობს კარლტონის სასტუმროში მედისონ სკვერის პარკთან ახლოს და გაიხსნა 2005 წელს. ახლა ზაქარიანი არის ატლანტიკ სიტის Water Club-ის კონსულტანტი და ნიუ-იორკში Lamb's Club-ის აღმასრულებელი მზარეული.
2006 წლის გაზაფხულზე, ზაქარიანმა გამოუშვა თავისი პირველი წიგნი, ჯეფრი ზაქარიანის Town / Country. ნიუ-იორკ ტაიმზიდან ამანდა ჰესერმა, აღნიშნული წიგნი შეაფასა როგორც „2006 წლის ერთ-ერთი საუკეთესო“. [6] წიგნში მოცემულია 150 რეცეპტი ოჯახისა და მეგობრებისთვის. [7]
ის არის ქალაქის საკვების საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც სასურსათო სამაშველო ორგანიზაციაა, და ნიუ-იორკში შიმშილს ებრძვის.
ზაქარიანმა 2005 წელს იქორწინა მარგარეტ ენ უილიამსზე, მარკეტინგის აღმასრულებელ დირექტორზე. მათ ჰყავთ ორი ქალიშვილი, ანა და მადელინი და ერთი ვაჟი, ჯორჯი. ის იქამდე დაქორწინებული იყო ჰეზერ კარამანზე, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. [8]