ჰენრიხ მალიანი | |
---|---|
მემორიალური დაფა მესროპ მაშტოცის №54 სახლზე | |
დაბადების თარიღი |
30 სექტემბერი, 1925 თელავი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
14 მარტი, 1988 (62 წლის) ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი |
ჯილდოები |
![]() |
ჰენრიხ მალიანი (სომხ. Հենրիկ Սուրենի Մալյան; დ. 30 სექტემბერი, 1925, თელავი — გ. 14 მარტი, 1988, ერევანი) — სომეხი საბჭოთა კინოსა და თეატრის რეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1982).
ჰენრიხ მალიანი დაიბადა თელავში, 1925 წლის 30 სექტემბერს.
1942-1945 წლებში მუშაობდა მხაზველად, კონსტრუქტორის მოწაფედ თბილისში, გ. დიმიტროვის სახელობის ქარხანაში.
1951 წელს დაამთავრა ერევნის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, 1953 წელს - ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის (ГИТИС) უმაღლესი სარეჟისორო კურსები. 1951-54 წლებში მუშაობდა რეჟისორად სომხეთის სსრ-ის სხვადასხვა თეატრებსა და ტელევიზიაში. 1954 წლიდან კინოსტუდია „არმენფილმის“ რეჟისორია. 1980 წელს კინოსტუდიასთან ჩამოაყალიბა კინომსახიობთა თეატრ-სტუდია (ამჟამად ჰ. მალიანის სახელობის ერევნის თეატრ-სტუდია) და იყო პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი. ასწავლიდა ერევნის თეატრალურ ინსტიტუტში (1982 წლიდან — პროფესორი).
ჰენრიხ მალიანი გარდაიცვალა 1988 წლის 14 მარტს ერევანში. დაკრძალულია თოხმახის სასაფლაოზე.