ბარისან დე იბელინი | |
---|---|
Barisan d'Ibelin | |
იბელინის სენიორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1141 |
მმართ. დასასრული: | 1150 |
წინამორბედი: | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე: | ჰუგო დე იბელინი |
რამლის სენიორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1148 |
მმართ. დასასრული: | 1150 |
წინამორბედი: | რენიე რამლელი |
მემკვიდრე: | ჰუგო დე იბელინი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | XI საუკუნე |
გარდ. თარიღი: | 1150 |
მეუღლე: | ელვის რამლელი |
შვილები: | ჰუგო, ბალდუინი, ბალიანი, ირმენგარდა, სტეფანია |
დინასტია: | იბელინები |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბარისან (ბალიან I) დე იბელინი (ფრანგ. Barisan d'Ibelin; გ. 1150) — იბელინისა და რამლის სენიორი (ლორდი), იერუსალიმის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. იბელინთა დინასტიის ფუძემდებელი. ასევე ცნობილია როგორც ბალიან უფროსი.
დაიბადა სავარაუდოდ ჩრდილოეთ იტალიაში. მის ცხოვრებაზე არაფერია ცნობილი 1115 წლამდე, როდესაც იგი იაფის საგრაფოს კონსტებლი გახდა. 1122 წელს ერთგული სამსახურისთვის დაქორწინებული იქნა ელვისზე, რამლის სენიორის, ბალდუინ I-ის ქალიშვილზე.
1134 წელს, როდესაც ჰუგო II დე პიუიზე — იაფის გრაფი იერუსალიმის მეფეს — ფულკს აუჯანყდა, ბარისანმა მეფეს დაუჭირა მხარი და მალევე დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი სამეფო კარზე. 1141 წელს საკუთრებაში მიიღო ახლად-აშენებული იბელინის ციხე, რომელიც მდებარეობდა იაფასა და ასკალონს შორის. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ფატიმიანთა ხელში იყო. 1148 წელს ბარისანმა ქორწინების გზით მიიღო რამლის სენიორია. იმავე წელს, მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეთა ჩამოსვლის შემდეგ მონაწილეობდა აკრის საბჭოში, სადაც გადაწყდა დამასკოზე შეტევა.
გარდაიცვალა 1150 წელს. მისი მემკვიდრეობა მისმა ვაჟმა, ჰუგომ მიიღო.
ელვისისგან ეყოლა ხუთი შვილი: ვაჟები ჰუგო, ბალდუინი და ბალიანი, ხოლო ქალიშვილები ირმენგარდა და სტეფანია. უმცროსი ვაჟი ბალიანი ასევე ცნობილია როგორც ბალიან II ან ბალიან უმცროსი.
ბარისანის გარდაცვალების შემდეგ, ელვისი დაქორწინდა იერუსალიმის კონსტებლზე — მანასე დე იერჟზე.
|