მიხალ შიმეჩკა | |
---|---|
სლოვაკ. Michal Šimečka | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 10 მაისი, 1984 (41 წლის) |
დაბადების ადგილი | ბრატისლავა |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | კარლის უნივერსიტეტი, Nuffield College და St Antony's College |
მამა | Martin Milan Šimečka |
მიხალ შიმეჩკა ( სლოვაკ. Michal Šimečka დ. 10 მაისი, 1984, ბრატისლავა) — სლოვაკი ჟურნალისტი, მკვლევარი და პოლიტიკური აქტივისტი. 2022 წლიდან სოციალ-ლიბერალური პარტიის პროგრესული სლოვაკეთის თანადამფუძნებელი და ლიდერი. სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 2023 წლის 25 ოქტომბრიდან.[1] ყოფილი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი (2022—2023) და ევროპარლამენტის წევრი (2019-2023), ფრაქციის განახლებული ევროპის ვიცე-პრეზიდენტი (2020 — 2021).[2]
მიხაილ შიმეჩკა დაიბადა 1984 წლის 10 მაისს ბრატისლავაში, ჩეხოსლოვაკიაში.[2] იგი არის ჟურნალისტის მარტინ მილან შიმეჩკას ვაჟი (დ. 1957) და ფილოსოფოსის, მწერლისა და დისიდენტის მილან შიმეჩკას (დ. 1930 — გ.1990) შვილიშვილი.
შიმეჩკა სწავლობდა პრაღის კარლის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებსა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2006 წელს და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. 2008 წელს დაასრულა ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ-ანტონის კოლეჯი და მოიპოვა რუსული და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების მაგისტრის ხარისხი, ამის შემდეგ 2012 წელს გადავიდა ნუფილდის კოლეჯში, სადაც პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობების განხრით მიიღო დოქტორის ხარისხი.[3]
შიმეჩკა 2002 წლიდან 2004 წლამდე იყო სლოვაკური გაზეთის SME-ის რეპორტიორი, ხოლო 2004 წლიდან 2006 წლამდე — Financial Times-ის.[3] 2007 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა პოლიტიკური რისკების ანალიტიკოსად Exclusive Analysis-ში ლონდონში.[3] 2010 წელს მიხაილ შემეჩკა მიიწვიეს პრაღის კარლის უნივერსიტეტში ლექტორად, 2011 წელს კი — ბრატისლავაში, J. A. Comenius University-ში.[3]
2011-2014 წლებში შიმეჩკა ევროპარლამენტში იყო მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 2013 წლიდან ის მუშაობს ბრიუსელში ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრში. 2015 — 2017 წლებში მას უკავია პრაღის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელის და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუბომირ ზაორალეკის მრჩეველის პოზიცია.[3]
2017 წელს შიმეჩკამ დააფუძნა „პროგრესული სლოვაკეთის“ პარტია, გახდა საბჭოს წევრი. 2019 წელს კი იგი აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილედ.[3]
2019 წელს ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების საფუძველზე აირჩეული იქნა დეპუტატად.[4] შიმეჩკა პარლამენტში მსახურობდა სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (2019–2022). დამატებით ის არის უკრაინა-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში, საპარლამენტო დელეგაციებში და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში. შემჩკა ასევე არის ევროპარლამენტის ლგბტ უფლებების საკითხებში [5] და ევროპარლამენტის ტრადიციული უმცირესობების, ეროვნული თემებისა და ენების ინტერჯგუფის წევრი. 2022 წლის 18 იანვრიდან კი ევროპარლამენტის ბიუროს წევრი.[2]
2020 წლის 12 იანვრიდან 2021 წლის 18 ოქტომბრამდე შემეჩკა იკავებდა საპარლამენტო გუნდის „განახლებული ევროპა“ თავჯდომარის, დაცანა ჩალოშას, მოადგილის პოზიციას. 2019 წლის ნოემბერში შიმეჩკა აირჩიეს ევროკავშირის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების მექანიზმის ჩამოყალიბების საკითხებში მომხსენებლად.[6] 2020 წლის ოქტომბერში მან წარმოადგინა წინადადება იმ მექანიზმის შესახებ, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ინსტრუმენტს კანონის უზენაესობისა და ევროპული ღირებულებების დაცვის მონიტორინგისთვის,რასაც ევროპარლამენთში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.[7] შიმეჩკა ამტკიცებდა, რომ ევროკავშირმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს ევროკავშირის დაფინანსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად და დაწერა: „ჩვენ ვიხდით,რათა წვდომა გვქონდეს ბაზარზე, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ბოროტად გამოიყენოთ თანხები — ეს უნდა დასრულდეს“.[8] 2022 წლის 7 მაისს იგი აირჩიეს პროგრესული სლოვაკეთის პარტიის თავმჯდომარედ, მან შეცვალა ირენა ბიჰარიოვა მიიღო რა 152 ხმა შესაძლო 156 ხმიდან.[9]
2023 წლის 30 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „პროგრესულმა სლოვაკეთმა“ 32 მანდატი მიიღო. 16 ოქტომბერს შიმეჩკამ დატოვა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, ხოლო 24 ოქტომბერს დატოვა ევროპარლამენტი.[2] 25 ოქტომბერს დამფუძნებელ კრებაზე შიმეჩკა აირჩიეს ოპოზიციიდან სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. ფარული კენჭისყრით შიმეჩკას მხარი 92 — მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი იყო 29, ხოლო 21 — მა თავი შეიკავა.[1]
ცხოვრობს ბრატისლავაში თავის პარტნიორ, მოცეკვავე სონა ფერიენჩიკოვასთან (დ. 1987) და მათ ქალიშვილ ტანიასთან ერთად (დ. 2020 წ).[10][11][12]