ლეონ ორბელი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელი.
ლეონ ორბელი
სომხ. Լևոն Օրբելի
დაბ. თარიღი 25 ივნისი (7 ივლისი), 1882[1]
დაბ. ადგილი წაღკაძორი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 9 დეკემბერი, 1958(1958-12-09)[2] [1] (76 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2] [1]
დასაფლავებულია ბოგოლოვსკოეს სასაფლაო[3]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
ეროვნება სომხები[1]
საქმიანობა ფიზიოლოგი[1]
მუშაობის ადგილი Institute of Experimental Medicine[1] , საიმპერატორო მედიკო-ქირურგიული აკადემია, ბესტუჟევის კურსები, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, Saint Petersburg State Chemical-Pharmaceutical University, დერპტის უნივერსიტეტი, Institute of Natural Sciences named after P.F. Lesgaft[1] , სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო უნივერსიტეტი[1] [4] , Lesgaft National State University of Physical Education, Sport and Health, კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია[1] [4] , Pavlov Institute of Physiology of the Russian Academy of Sciences[1] [5] და I. M. Sechenov Institute of Evolutionary Physiology and Biochemistry[1] [3]
ალმა-მატერი Q111295076? და საიმპერატორო მედიკო-ქირურგიული აკადემია[1] [4]
განთქმული მოსწავლეები Ararat Aleksanyan, Lev Leybson, Yury Natochin, Q28497372? და Q20511565?[3]
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მამა Abgar Orbeli
დედა Vervarra Arghutyan
შვილ(ებ)ი მარია ორბელი
ჯილდოები სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია[4] , მედალი „იაპონიაზე გამარჯვებისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი[4] , საიუბილეო მედალი „მუშურ-გლეხური წითელი არმიის XX წელი“, შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, მედალი „ლენინგრადის დაცვისათვის“, რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე[4] , მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, Jubilee Medal "30 Years of the Soviet Army and Navy", მოსკოვის 800 წლისთავის მედალი, Jubilee Medal Medal "In Commemoration of the 250th Anniversary of Leningrad", Medal "For the Victory over Japan" of Mongolia, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, Q4193252?, Award after I. Pavlov[4] და Q4193252?[4]

ლეონ ორბელი (სომხ. Լևոն Աբգարի Օրբելի) (დ. 9 ივლისი, 1882 – გ. 9 დეკემბერი, 1958) — სომეხი ფიზიოლოგი, სამედიცინო სამსახურის გენერალ-პოლკოვნიკი, მეცნიერი. ის იყო სსრკ-სა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერთა აკადემიიის პროფესორი. ლეონ ორბელი ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გახდა 1950 წელს.

ორბელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევოლუციური ფიზიოლოგიის განვითარებაში. მან ამ თემასთან დაკავშირებით მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარა. თეორეტიკულ მეცნიერებაზე და ევოლუციურ ფიზიოლოგიაზე 200-ზე მეტი ნაშრომი დაწერა და 130-ზე მეტი საგაზეთო სტატია.

ლეონ ორბელი

ლეონ ორბელი დაიბადა სომხეთში ქალაქ წაღკაძორში. 1899 წელს მან დაამთავრა თბილისის გიმნაზია და სწავლა განაგრძო საქტ-პეტერბურგის საიმპერატორო სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. როდესაც ლეონი მეორე კურსზე სწავლობდა მან მუშაობა დაიწყო ივანე პავლოვის (1849–1936) ლაბორატორიაში. შემდეგი ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ორბელის ცხოვრება და სამეცნიერო კარიერა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ივანე პავლოვის ნაშრომებთან.

ორბელმა სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1904 წელს დაასრულა და კრონშტადტის ნიკოლაის საავადმყოფოში (სანქტ-პეტერბურგის საზღვაო საავადმყოფო) დაიწყო ინტერნად მუშაობა. ამან ორბელს შესაძლებლობა მისცა გაეგრძელებინა თავისი ექსპერიმენტული საქმიანობა პავლოვის ლაბორატორიაში.

ორბელის სამეცნიერო კარიერა რუსეთის წამყვან ფიზიოლოგიურ ცენტრებში წარიმართა. ლეონი პავლოვს 1907 შეუერთდა, მაშინ როდესაც პავლოვი გარემოს რეფლექსებზე თავის კვლევას ასრულებდა. 1907 წლიდან 1920 წლამდე ორბელი იყო პავლოვის ასისტენტი ფიზიოლოგიის დეპარტამენტში ექსპერიმენტული მედიცინის განხრით.

1918-1946 წლებში ლეონ ორბელი იყო პიტერ ლესგაფთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფიზიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 1920 წლიდან 1931 წლამდე ორბელი იყო სანქტ-პეტერბურგის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის, ხოლო 1925 წლიდან 1950 წლამდე სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ფსიქოლოგიის ლექტორი. 1943 წლიდან 1950 წლამდე ლეონი იყო სამხედრო-სამედიცინო ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

ორბელი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საზღვარგარეთ: გერმანიაში იუალდ ჰერინგთან (1834-1918) ერთად, ინგლისში ჯონ ნიუპორტ ლენგლაისთან (1852–1925) და ჯოსეფ ბერკროფტთან (1872–1947) ერთად, ხოლო ნეაპოლში მუშაობდა მარინეს ბიოლოგიურ სადგურში. 1936 წელს პავლოვის სიკვდილის შემდეგ ორბელი, უკვე რუსეთის გამორჩეული მეცნიერი, დანიშნეს პავლოვის ინსტიტუტის ხელმძღვანელად. 1939 წლიდან 1946 წლამდე ის იყო ბიოლოგიური მეცნიერების დეპარტამენტის დეკანი და სსრკ-ს სამეცნიერო აკადემიის (დღეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) ვიცე-პრეზიდენტი.

1956 წელს დააარსა სეჩენოვის ევოლუციური ფსიქოლოგიის ინსტიტუტი და ხელმძღვანელობდა მას 1958 წლამდე. 1935 წელს ორბელი აირჩიეს სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის აქტიურ წევრად. 1945 წელს მას მიანიჭეს სოციალისტური შრომის გმირის წოდება. მან მიიღო გენერალ-პოლკოვნიკის წოდება.

მეცნიერ-მკვლევართა დინასტია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 Armenian Soviet Encyclopedia, vol. 12 — ტ. 12. — გვ. 583.
  2. 2.0 2.1 Орбели Леон Абгарович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. 3.0 3.1 3.2 Наточин Ю. В. История организации и становления Института эволюционной физиологии и биохимии им. И.М. Сеченова РАН, The History of the Organisation and Development of the Sechenov Institute of Evolutionary Physiology and Biochemistry of the Russian Academy of Sciences // Историко-биологические исследования — 2023. — Т. 15, вып. 3. — С. 77–100. — ISSN 2076-8176; 2500-1221
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 Будко А. А. История физиологии в персональных фондах Военно-медицинского музея, The History of Physiology in the Personal Collections at the Military Medical Museum // Историко-биологические исследования — 2023. — Т. 15, вып. 3. — С. 149–169. — ISSN 2076-8176; 2500-1221doi:10.24412/2076-8176-2023-3-149-169
  5. Филаретова Л. П., Дюжикова Н. А., Андреева Л. Е. и др. История первого физиологического института России - Института физиологии им. И.П. Павлова РАН, The History of the First Physiological Institute in Russia: I.P. Pavlov Institute of Physiology of the Russian Academy of Sciences // Историко-биологические исследования — 2023. — Т. 15, вып. 3. — С. 8–50. — ISSN 2076-8176; 2500-1221doi:10.24412/2076-8176-2023-3-8-50