ნიკოლა ივანოვი

ნიკოლა ივანოვი
ნიკოლა ივანოვი
ბულგარეთის დროშა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ნოემბერი 1896 – 18 იანვარი 1899
მონარქი  ფერდინანდ I (ბულგარეთი)
წინამორბედირაჩო პეტროვი
მემკვიდრესტეფან პაპრიკოვი

დაბადებული2 მარტი, 1861
კალოფერი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი10 სექტემბერი, 1940
სოფია, ბულგარეთი
განათლებანიკოლაევის გენერალური შტაბის აკადემია
რელიგიამართლმადიდებლობა
ჯილდოებიორდენი "გამბედაობისთვის" (ბულგარეთი) II ხარისხი
ორდენი "გამბედაობისთვის" (ბულგარეთი)  IV ხარისხის II კლასი

ორდენი "წმინდა ალექსანდრე", 1 კლასი ორდენი „წმინდა ალექსანდრე“, II კლასი სამხედრო ღირსების ორდენი, 1-ლი ხარისხი (ბულგარეთი)

სტარა პლანინას ორდენი, I კლასი, გარდაცვალების შემდგომ

ნიკოლა ივანოვი ( ბულგ. Никола Иванов Иванов ; დ. 2 მარტი , 1861 — გ. 10 სექტემბერი, 1940 ) — ბულგარელი მხედართმთავარი, ქვეითი ჯარის გენერალი, არმიის შტაბის უფროსი (1894-1896 . წწ.), ბულგარეთის ომის მინისტრი (1896-1899 წწ.). იგი მეთაურობდა ბულგარეთის მე-2 არმიას ბალკანეთის ომების დროს, 1913 წლის მარტში მონაწილეობა მიიღო ადრიანოპოლის აღებაში.

წარმოშობა და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლა ივანოვი დაიბადა 1861 წლის 2 მარტს კალოფერში. სწავლობდა გაბროვოს „აპრილის გიმნაზიაში" და სტამბოლის „გალათა-სარაის“ სულთნის ლიცეუმში (1875-1877 წწ.). მოხალისედ წავიდა რუსეთ-თურქეთის ომში სლავი ხალხების გასანთავისუფლებლად, 1878 წელს პლოვდივში დაინიშნა მოხალისეთა მეთაურად. ერთი წლის შემდეგ დაამთავრა სოფიას სამხედრო სკოლა. 1879 წლის 10 მაისს (22 მაისი) მიენიჭა მეორე ლეიტენანტის წოდება, ერთი წლის შემდეგ დაინიშნა რუსეთის აღმოსავლეთ რუმელის მილიციაში, სადაც მსახურობდა 1-ლი და მე-2 პლოვდივის ქვეით რაზმებში. 1881 წლის 9 თებერვალს დააწინაურეს, მიიღო ლეიტენანტის წოდება. 1882-1885 წლებში სწავლობდა პეტერბურგის გენერალური შტაბის ნიკოლაევის აკადემიაში.

ნიკოლა ივანოვი მონაწილეობდა ბულგარეთის გაერთიანებაში. 1885 წლის 9 სექტემბერს მიენიჭა კაპიტნის წოდება და დაინიშნა ტირნოვო-სეიმენას რაზმის შტაბის  უფროსად. 1885 წლის სერბეთ-ბულგარეთის ომის დროს  იყო დასავლეთ რაზმის ცენტრალური კოლონის უფროსი. მონაწილეობდა პიროტის ბრძოლაში 1415 ნოემბერს. ომის შემდეგ 1886 წელს დაინიშნა მთავარ ალექსანდრე ბატენბერგის ადიუტანტად, 1887 წლიდან იყო სამხედრო სამინისტროს სამშენებლო ინსპექციის განყოფილების უფროსი. მაიორი — 1887 წლის 1 აპრილიდან, 1888 წლიდან — მე-10 ქვეითი პოლკის მეთაური, 1889 წლიდან — მე-4 ბრიგადის შტაბის უფროსი, 1890 წლიდან —  მე-4 საკავალერიო პოლკის მეთაური. [1] 1891 წლის 2 აგვისტოს მიენიჭა პოდპოლკოვნიკის წოდება, 1891-1894 წლებში  იყო არმიის უფროსის თანაშემწე და შტაბის უფროსი (1894 წლის 10 მაისი1896 წლის 29 ნოემბერი). პოლკოვნიკი (1895 წლის 12 აგვისტო), 1896 წლის 17 ნოემბერს დროებით დაინიშნა ომის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად (თავდაცვის სამინისტრო), 1896 წლის 29 ნოემბრიდან 1899 წლის 30 იანვრამდე იკავებდა ომის მინისტრის პოსტს კონსტანტინე სტოილოვის მთავრობაში. მან ხელი შეუწყო  ბულგარელი ოფიცრების დაბრუნებას რუსეთიდან, რომლებიც ბულგარეთის კრიზისის შემდეგ გაიქცნენ. 1899-1903 წლებში, ივანოვი პოლკოვნიკის რანგში  მეთაურობდა პრესლავის მე-4 ქვეით დივიზიას, ხოლო 1903-1907 წლებში — თრაკიის მე-2 ქვეით დივიზიას. 1900 წლის 15 ნოემბერს (27 ნოემბერს) მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება, 1907 წლიდან იყო მე-2 სამხედრო ინსპექციის რეგიონის უფროსი. 1912 წლის 2 აგვისტოს, ფერდინანდ I-ის მეფობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დააწინაურეს უბოძეს გენერალ-ლეიტენანტის ჩინი  — ეს იყო პირველი შემთხვევა ბულგარეთის ისტორიაში, როდესაც არა რეზერვის ოფიცერი, არამედ აქტიური ოფიცერი გახდა  გენერალ-ლეიტენანტი.[2]

გენერლის ივანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა სოფიაში, ნიკოლაი პავლოვიჩის ქუჩა 6-ში.

გენერალ-ლეიტენანტი ივანოვი მეთაურობდა მე-2 ბულგარეთის არმიას 1912 წლის სექტემბრიდან 1913 წლის ივლისამდე. ბალკანეთის პირველი ომის დროს მონაწილეობდა ადრიანოპოლის წარმატებულ ალყაში და აღებაში. ბალკანეთის მეორე ომის დროს იბრძოდა ბერძნული არმიის წინააღმდეგ 1913 წლის 16 ივნისიდან 17 ივლისამდე კუკუშ - გორნა-ჯუმაიას ხაზზე, 18 ივლისს დაინიშნა მთავარი შტაბის ოფიცრად. 1913 წლის ივლისიდან დატოვა თანამდებობა, 1913 წლის 7 აგვისტოს სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ გადაიყვანეს რეზერვში. პირველი მსოფლიო ომის დროს დარჩა რეზერვში, დაკავებული იყო სოციალური საქმიანობით და პუბლიცისტიკით. იკავებდა სოფიის რეზერვის ოფიცერთა საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობას. იყო ქვეითთა გენერალი (1936 წლის 6 მაისი). გარდაიცვალა 1940 წლის 10 სექტემბერს სოფიაში.

  • Никола Иванов. Балканската война 1912–1913 г. Том I. — София: Печатница на армейския военно-изследователски фонд, 1924.
  • Никола Иванов. Балканската война 1912–1913 г. Том II. — София, 1925издательство=Печатница на армейския военно-изследователски фонд.
  • Hall, R.C. (2002). The Balkan Wars 1912-1913: Prelude to the First World War. Warfare and History. Taylor & Francis. ISBN 978-1-134-58363-8.
  • Ташев, Ташо (1999). Министрите на България 1879-1999. София: АИ „Проф. Марин Дринов“ / Изд. на МО. ISBN 978-954-430-603-8 / ISBN 978-954-509-191-9
  1. Славова, С., Дойнова, Ц., Балканската война през погледа на един французин — сборник от документи, София, 1977, Военно Издателство, с. 57-58
  2. Acović, Dragomir (2012). Slava i čast: Odlikovanja među Srbima, Srbi među odlikovanjima. Belgrade: Službeni Glasnik. p. 364.